პარასკევი, ივნისი 26, 2026

ცნობილ რუს ბლოგერს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს

მალდივის კუნძულებზე, ცნობილ რუს ბლოგერს და მომღერალს, ნასტია ვიტონოვას ზღვაში ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალს ზვიგენმა ხელში უკბინა, რის გამოც ის პანიკაში ჩავარდა. მას ტურისტული ნავის ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ და ჭრილობა დაუმუშავეს.

მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ვიტონოვას ხელი აქვს დასისხლიანებული და ის პანიკურ მდგომარეობაშია. ვიდეოში ბლოგერს მეგობარი ამშვიდებს, რომელიც ეუბნება, რომ ნაკბენისგან სისხლი არ მოეწამლება და მთავარია, რომ თითები არ დაკარგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე: 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია,...

გასულის წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში  გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებისა და სიმსივნეების შედეგად გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით, ანუ 0.8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი.საქსტატის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2025 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები

რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა

რომის პაპმა ლეომ ვენესუელაში ოთხშაბათს ღამით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.როგორც ცნობილია, ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება პაპმა ვენესუელაში სამოციქულო ნუნციოსთან, მონსინიორ ალბერტო ორტეგა მარტინთან და კარაკასის მთავარეპისკოპოსთან, მონსინიორ რაულ ბიორდ კასტილიოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.Vatican News-ის ინფორმაციით, ყურადღება კვლავაც ვენესუელელი ხალხის საჭიროებებზე იქნება გამახვილებული. ადგილობრივი ეკლესიის მითითებებზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში დაზარალებულთა დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან არის გათავისუფლებული.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”,- ნათქვამია ბრძანებაში.

რუსეთმა თევზეულის იმპორტი ყველა სომხური საწარმოდან შეაჩერა

რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური) დაყრდნობით ავრცელებს.ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია.უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა - შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს.„შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელ მასალებს არ წარმოადგენენ“, - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.მათი მტკიცებით, უწყება სომხურ მხარესთან თანამშრომლობს რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ბოლო სიახლეები