აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს მისი ყოფილი ექიმის, რონი ჯექსონის ძმისშვილი კისერში დაჭრეს. ამის შესახებ ექიმმა Fox News-თან ისაუბრა.
„ამ ღონისძიებაზე ჩემი ძმისშვილი იყო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. გასროლის ხმა გაიგეს და მიწაზე დაეშვნენ. ტყვიამ კისერზე მოხვდა და სისხლდენა დაეწყო“, – თქვა ჯექსონმა.
ექიმმა აღნიშნა, რომ მისი ძმისშვილი ტრამპის მარჯვნივ, პირველ რიგში, პოდიუმთან იდგა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.