სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული სერგო ახალკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის ასევე გორში მცხოვრებია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დავით ცაციაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„დაუჯერებელია გიო, როგორ მენანები…“ „გიო უკარგესი ადამიანი უკარგესი მამის შვილი როგორ მტკივა გული“,- წერენ ადგილობრივები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.