ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ოთახში ჩართულ გენარატორს უკავშირდება.

ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი საუბრობს.

„გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურია ვიღაცას. არადა კარი სულ ღია იყო ხოლმე, როცა გენერატორს რთავდნენ. ეტყობა ძალიან, რომ ციოდა ეს კარიც დაკეტეს. ეტყობა კარი, რომ მიკეტეს გაიგუდნენ“, – ამბობს  რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, 11 კი ინდოეთის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმობა მიესაჯა

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმობა მიესაჯა

„გახარია საქართველოსთვის“ – მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა, ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდთან.„დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები გაასაჯაროვა – „ახალი პაკეტი ქმნის საფუძველს სამომავლოდ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობის პროდუქტების საზღვაო გადაზიდვების აკრძალვისთვის“

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები გაასაჯაროვა.ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ახალ პაკეტი მოიცავს 120 ინდივიდუალური შეზღუდვას, იზრდება ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე. სანქციების მეოცე პაკეტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ფინანსური დაწესებულებების, მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს.პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალი პაკეტი ქმნის საფუძველს სამომავლოდ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვების აკრძალვისთვის. ეს განხორციელდება დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და ფასის ზედა ზღვრის კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებთან სრული კოორდინაციით.მეოცე პაკეტი მოიცავს 36 სანქციას რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ყველა რგოლის წინააღმდეგ. მათ შორის კვლევის, მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების სფეროში.„მიზანშია ამოღებული ახალი მოთამაშეები, რომლებმაც ბოლო პერიოდში გაზარდეს ექსპორტის წილი ბაზარზე. დამატებით ზეწოლა ხორციელდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქსელზე, მათ შორის მესამე ქვეყნებში მოქმედ კომპანიებზე და ერთ მნიშვნელოვან საზღვაო მზღვეველიზე“, – ნათქვამია პრესრელიზში.ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიას დაემატა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი კიდევ 46 გემი. აკრძალულია მათი შესვლა ევროკავშირის პორტებში შესვლა და საზღვაო მომსახურებების გაწევა. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სავალდებულო შემოწმებებს ტანკერების გაყიდვისას და გათხევადებული ბუნებრივი აირის გადამზიდავი ტანკერებისა და ყინულმჭრელებისთვის მომსახურების აკრძალვას.ამას გარდა, 2027 წლის იანვრიდან გათხევადების ბუნებრივი აირის ტერმინალებით მომსახურება რუსულ კომპანიებისთვის აიკრძალება. ასევე აიკრძალა ოპერაციები ორ რუსულ პორტთან, მურმანსკთან და ტუაფსესთან და ინდონეზიის კარიმუნის ნავთობის ტერმინალთან.სანქციების მეოცე პაკეტში ასევე მოხვდა 20 რუსული ბანკი, რომლებთანაც ევროკავშირი  ტრანზაქციებს კრძალავს. დამატებით სანქციები ეხება მესამე ქვეყნებში მოქმედ ოთხ ფინანსურ ინსტიტუტს.ევროპული საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია,  რომ რუსეთი სულ უფრო მეტად იყენებს კრიპტოვალუტებს, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა დაასანქცირა ყირგიზული კრიპტო პლატფორმა და აკრძალა რუსული კრიპტო სერვისები. ასევე აიკრძალა RUBx-თან დაკავშირებული ოპერაციები და ციფრული რუბლის მხარდაჭერა.სანქციების მეოცე პაკეტში მოხვდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.სანქციები შეეხო 58 კომპანიას და ინდივიდუალურ პირს, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო ტექნიკის, მათ შორის დრონების წარმოებაში. სიას დაემატა 16 კომპანია მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს აწვდიან ტექნოლოგიებს. მათ შორის არის კომპანიები ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.60 ახალი სუბიექტი დაექვემდებარა ექსპორტის დამატებით შეზღუდვებს. მათ შორის მოხვდა მესამე ქვეყნებში მდებარე სუბიექტები, მათ შორის ჩინეთსა და თურქეთში.ასევე პირველად ამოქმედდა სანქციებისთვის  გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმი. კერძოდ, აიკრძალება გარკვეული ტექნიკის ექსპორტი ყირგიზეთში. გაფართოვდა ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვები სხვადასხვა პროდუქციაზე (ქიმიკატები, ლითონები, რეზინი და სხვა), ასევე დაწესდა ამიაკის იმპორტის კვოტა.ევროკავშირმა სანქციები დაუწესა დამატებით ხუთ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთში იძულებით გადაყვანასთან, ასევე უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებასთან და პროპაგანდასთან.სანქციები გაგრძელდება 2027 წლის 28 თებერვლამდე. შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს.ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.პატარაძე 2016-2018 წლებში უკვე იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილი – არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ

არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, რადგან ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ, ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები