კვირა, ივნისი 1, 2025

ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება – ვის დაეკისრება ფულადი სანქციები

დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ.

როგორც საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით; ამასთან, აღნიშნული ქმედება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან.

ცვლილებები მაისიდან – დამსაქმებლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება

საპენსიო სააგენტოს ცნობით, არ ჯარიმდებიან პირები, რომლებიც შემოწმებამდე სრულად შეასრულებენ 2025 წლის მაისამდე პერიოდში წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებებს.

ცნობისთვის, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მონიტორინგს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან საპენსიო სააგენტო ახორციელებს.

ამასთან, 2025 წლის 1-ელი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე (მაგალითად, დამსაქმებლის შემთხვევაში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა), დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა უნდა უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა/განთავსება/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე და წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.

ხოლო, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის 2025 წლის 1-ელი მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

ამასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლების გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.

როგორც საპენსიო სააგენტო განმარტავს, სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1-ელი მაისის შემდგომ პერიოდისთვის შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი, ირიცხება ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შემდგომაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაციები და შესაბამისი თანხა ნაწილდება შესაბამისი მონაწილეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის” – რომის პაპი

რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება."ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.

უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია… – ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე

„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მო­ე­დან­ზე იყო ხვი­ჩას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გვი­ზი­ა­რებს.

გერმანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კორშენბროიხში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი. ინფორმაცია dailymail-ი ავრცელებს.პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 12:30 საათზე ჩამოვარდა, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.თვითმფრინავის პილოტი 71 წლის იყო, რომლის გარდაცვალებაც პოლიციამ დაადასტურა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, თუმცა მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო სიახლეები