სამშაბათი, აპრილი 29, 2025

„ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად” – თეონა აქუბარდია “ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად“ – თეონა აქუბარდია

პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა.

 

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

 

“ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად. პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, სანქცირებულია “ოცნების” უმეტესი ნაწილი. ხალხისგან ნდობა არ არის, ქვეყანაში არც კეთილდღეობაა, არც სტაბილურობა და არც ის ევროპული მომავალი, რომელსაც ასე უღირსად ატყუებდნენ ამომრჩეველს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას თქმით, დარღვევები იყო როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.

“იყო არანორმალური რაოდენობის დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ ასევე არასწორი მენეჯმენტის მიმართულებით, ჩვენ ვნახეთ ეს დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდის არასწორი საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით”, – აცხადებს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, სპიკერი აჯამებს განვლილ ექვს თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საურობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარაზიტული ჭიები და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები თევზში – ცნობილია, ლაბორატორიული კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტომ მოქალაქეების შეტყობინებების საფუძველზე, თევზპროდუქტების მასიური არაგეგმური შემოწმება დაიწყო.იმისთვის, რომ თევზი უვნებლად ჩაითვალოს, მისი შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 18 გრადუსიდან მინუს 20 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში, თევზპროდუქტები არ არის ეტიკეტირებული და დაუდგენელია მისი როგორც წარმომავლობა, ისე შენახვის ვადებიც. ასეთი დარღვევებისთვის რეალიზატორები სოლიდური სახდელით ჯარიმდებიან.თვალხილულ საფრთხეზე ინსპექტორები ადგილზევე რეაგირებენ, თუმცა იმის დასადგენად, არის თუ არა თევზპროდუქტები დაბინძურებული პარაზიტებით, მასალა ლაბორატორიაში მიაქვთ.საეჭვო თევზის ნიმუშები ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიღეს - როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან, ისე საწარმოებიდან და, რამდენიმე შემთხვევაში, საშიში პარაზიტებიც აღმოაჩინეს.ის, რაც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა რისკების დაზღვევა შესაძლებელია სწორი თერმული დამუშავებით - მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით ან პირიქით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შოკური გაყინვით.ზოგადად, თევზპროდუქტები როგორც გაყინული, ისე ნედლი, ცოცხალი ან სულაც შებოლილი, მაღალი რისკის სურსათის ჩამონათვალშია. ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში.თევზის ის პარტია, რომელშიც სეს-მა საშიში პარაზიტები აღმოაჩინა, გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ მომხმარებელს სიფრთხილე მაინც მართებს. პირველ რიგში, შეძენა უნდა მოხდეს სანდო გამყიდველისგან, ყიდვისას უნდა დავაკვირდეთ განთავსების პირობებს და გავეცნოთ ეტიკეტს. საეჭვო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე 1510.ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის, ცეცხლი უნდა შეწყდეს, სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 8 მაისს ცეცხლის შეყვეტის შესახებ განაცხადა.ზელენსკის თქმით,11 მარტის შემდეგ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო რუსეთი მუდმივად უარყოფდა ყველა შეთავაზებას და აშშ-ის მოტყუებას ცდილობდა.„ჩვენთვის ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე და არა აღლუმები. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, მსოფლიო ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის. ცეცხლი უნდა შეწყდეს არა მხოლოდ რამდენიმე დღით, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ხელახლა დაიწყოს მკვლელობა, არამედ დაუყოვნებლივ, მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა. ეს არის ის, რამაც შეიძლება, შექმნას საფუძველი რეალური დიპლომატიისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეალური, ხელშესახები ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე, რათა მოსკოვში იძულებული გახდნენ, დაასრულონ ეს ომი.

“ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

"არ არის ერთპარტიულობა - ქვეყანაში არის მრავალპარტიულობა. ეს მრავალპარტიულობა გამოიხატება ბიზნესმენებშიც, მედიაშიც და უამრავ რამეში. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მრავალპარტიულობა საქართველოში როგორ ვაქციოთ რეალურ მრავალპარტიულობად და არა ერთგვარ აგენტურულ, ძირგამომთხრელ პოლიტიკურ ტერორისტულ მოძრაობად. ეს არის საქართველოსთვის მთავარი. მრავალპარტიულობის გაუქმება კი არ არის ამოცანა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ამოცანა არის, რომ მრავალპარტიულობა გახდეს რეალურად მრავალპარტიულობა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის"ეთერში ისაუბრა.მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაა."როგორ უნდა გახდეს - ასეთი ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას და პარტიებს საქართველოში პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს და ამას არამარტო სამართლებრივი შეფასება სჭირდება, ამას სჭირდება პოლიტიკური და მორალური შეფასება და გაცნობიერება საზოგადოების მხრიდანაც. ეს თუ არ გაკეთდა, ისე სულ, მუდამ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რომელიღაცა პოლიტიკური პარტია თუ პარტიები იტყვიან, რომ არ მოგვწონს ეს არჩევნები და ვიწყებთ რევოლუციას. სულ, მუდმივად ვიქნებით არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა.მუდმივად გამოჩნდება ან დასავლეთიდან, ან აღმოსავლეთიდან, ან ჩრდილოეთიდან, ან სამხრეთიდან პოლიტიკოსთა და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობენ ამ ქვეყანაში არასტაბილურობას, რადგან ყველას ინტერესში შედის არასტაბილურობა ამ ქვეყანაში, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რომ ყველას უნდა, თვითონ აკონტროლებდეს ამ ქვეყანას. ეს უნდა დამთავრდეს. ეს თუ არ დამთავრდება, ბანანის რესპუბლიკა მეტს კი არაფერს არ ნიშნავს?მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაკოტრდება ეს პოლიტიკური მიდგომა. ასეთი პოლიტიკური მიდგომები უნდა გაკოტრდეს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, სწორედ ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ესპანეთში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებმაც თავად მოითხოვეს ეს.„ბიბისი“ წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოითხოვეს.ამასთან, ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს აღუდგა.შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.

გია ვოლსკი – საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.

ბოლო სიახლეები