პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ჩუგოშვილის განცახდებით, რომ პოლიტიკოსების კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ პროცესს ამწვავებს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მართლმსაჯულების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ზოგადად, მგონია, რომ თვითონ სისტემისთვის არის დამაზიანებელი ეს დაპირისპირება, რომელიც გარეთაც კარგად ჩანს და ზედაპირზეა. ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები დამატებით მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს და ამიტომ, მე თავად შევიკავებდი იმის გარჩევაში შევიდე, რა ხდება შიგნით. ერთადერთი ვისურვებდი, საბჭომ მოახერხოს და ერთიანობა იპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, თუნდაც გარკვეული კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრები 17 კანდიდატს უსმენენ. მათ შორისაა, საბჭოს მოქმედი წევრი ირაკლი ბონდარენკო, ასევე მოსამართლე რომან ხორავა, რომელიც არა ერთი გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. მათ შორის ფარული ჩანაწერებისა და ოთარ აბესაძეს საქმეებზე.
საბჭო სულ 51 კანდიდატს გაესაუბრება, კენჭისყრა კი მას შემდეგ გაიმართება, რაც გასაუბრების პროცესი ყველა კანდიდატთან დასრულდება.
კანდიდატების შერჩევა ორი კრიტერიუმით, კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მიხედვით მოხდება.
8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანისნა.