ჩინური კოსმოსური სადგური, ტიანგონგ-1 დედამიწას 30 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში დაეცემა. სადგური, რომლის სახელიც “სამოთხედ” ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა და მან სამ მისიას უმასპინძლა. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად, ხვდება საქართველოც.
მეცნიერების თქმით, საგანგაშო არაფერია. მოსალოდნელია, რომ 8.5-ტონიანი სადგური ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიწვება, დედამიწაზე კი მხოლოდ ნარჩენები ჩამოცვივდება. დაწვის პროცესში დამკვირვებლებს თვალწარმტაცი სინათლის შოუ შეუძლიათ იხილონ.