დღეს დილით ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ტექმომსახურების სამუშაოების ჩატარების დროს მოხდა.
ყველა დაშავებული, რომელთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.