ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, – ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით.
“ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მით უმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს” – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა.
მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.