სამეცნიერო გამოცემამ Genome Research, ე.წ. ატაკამას ჰუმანოიდის დნმ-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში უცხოპლანეტელად მიიჩნევდნენ.
“ატაკამას ჰუმანოიდი”, ან ატუ, 2003 წელს ჩილეში, ატაკამას უდაბნოში იპოვეს. ატუს ნაშთები კარად იყო შენახული. ვარაუდობდნენ, რომ ატა ასზე მეტი წლისაა, თუმცა მისი წარმოშობის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
მრავალი წლის განმავლობაში, ატა სხვადასხვა კონსფირაციული თეორიის ფიგურა იყო. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ ის უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი სხეული იყო. კვლევის პირველი შედეგები 2013 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ ატა – მდედრობითი სქესის ბავშვია, რომელსაც გენეტიკური ანომალია სჭირდა და მშობიარობის შემდეგ მკვდარი დაიბადა.
აალი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ატას ნაშთები არც ისე ასაკოვანია. მეცნიერების თქმით, ატა დაახლოებით 40 წლის წინ დაიბადა და წარმოშობით ჩილეს ჩრდილოეთით მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ადრე აცხადებდნენ, ნაშთის უჩვეულობა მისი გენეტიკური ანომალიის დამსახურებაა.