შაბათი, მარტი 1, 2025

ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე – კეროლაინ ლევიტი

აშშ-ი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს და პრიორიტეტში მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა Fox-News-თან ინტერვიუში.

„ეს არ არის წინა ადმინისტრაცია. ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ კაბინეტში. ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე“, – აღნიშნა ლევიტმა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ კამათი კამერების წინაშე მოხდა და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა თავად ენახა ის რთული მოლაპარაკებები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

„მშვენიერია, რომ კამერები ჩართული იყო იმიტომ, რომ ამერიკელმა ხალმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რასთან აქვთ საქმე პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს“, – აღნიშნა ლევიტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში - 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძე დღეს თავისუფალი პროგრამით წარდგა და ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 183.04 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მან სეზონის საუკეთესო შედეგი 67,47 ქულა აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“ჩემი საყვარელი ადამიანები. ცხოვრებას საოცარს თქვენ ხდით” – ილია თოფურიას ოჯახური იდილია

ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს.27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა."ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს", - ამბობდა ილია თოფურიას ბაბუა. პატარა ჰუგო ახლა უკვე უფროსი ძმაა - ილიასა და მის მეუღლეს, ჯორჯინას, ქალიშვილი შეეძინათ. ჰუგო დასთან ერთად სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება და მამის დიდი გულშემატკივარია - მას ილიას ბრძოლის დროს ყოველთვის ნახავთ ტრიბუნაზე.

რა თქვა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა ექიმმა პროცესზე

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.„მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან, - ამის შესახებ ქეთევან ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან დეტალურად ისაუბრა მისი ქმედებების გარშემო და აღნიშნა, რომ პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანთან, როგორც არა მკურნალ ექიმს, არამედ მორიგე ექიმს ჰქონდა შეხება და მას მხოლოდ 1 გრამი ანტიბიოტიკი გაუკეთა.„მე თანაზიარი ვარ თქვენი შვილის , მე პირადად მქონდა მასთან შეხება. ზოგადად, მე ვარ ექიმი-თერაპევტი, მანამდე ვმუშაობდი განყოფილებაში, როცა კოვიდპანდემია დაიწყებოდა, პირველივე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე აქ არის, ჩვენ გვქონდა დიდი კონფლიქტი, რადგან სიკვდილის წინაშე ვიყავი, მე მყავს ორი არასრულწლოვანი, მათ გვერდით დავდექი, ჩემი ქვეყნის, ჩემი პაციენტების გვერდით. ანაზღაურება მქონდა სამარცხვინო, თუმცა, ეს ჩემთვის არაფერია, ვიდექი მათ გვერდით. მინდა გითხრათ, როცა კოვიდ განყოფილებად გადავკეთდით, ჩვენ მორიგე ექიმებად გადავედით, მე პაციენტებთან საათობრივი შეხება მქონდა. რაც შეეხება თქვენს შვილს, საოცარ ვაჟკაცს, ამაზეც პატარა სიტყვას გეტყვით, როცა მკურნალ ექიმად თვლით ადამიანს, როცა ვიღებ პაციენტს, გაწერის ბოლომდე მე ვარ პასუხისმგებელი ყველა ნიუანსზე, მაგრამ მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან... სხვებს შეიძლება ბევრი მორიგეობა ჰქონდათ, მე ეს არ შემეძლო ფიზიკურად, თქვენ ვერ ხვდებით, ჩანაჭდევები კვირაობით არ ამომდიოდა, ყველაფერში შეფუთულები ვიყავით - ვერ ვსუნთქავდით, ვერ ვჭამდით, რობოტებივით დავდიოდით, ეს იყო საბრძოლო პირობები...ქალს ბევრი შეუძლია, შეიძლება კაცმა ვერც შეძლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან იმ ადამიანების თვალებს ვუყურებდით, რომლებიც სიკვდილის შიშით იყვნენ ანთებულები, ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მე მკურნალი ექიმი არ ვიყავი, მე ვიყავი რიგითი, მორიგე ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სადოქტოროს ვიცავდი, მე მორიგე ექიმი ვიყავი, მაგრამ სრულიად ამაყი, რომ შემეძლო ამ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი ისევე, როგორც ჩემი კოლეგების და ასევე პაციენტების, ჩემთვის მთავარია ხალხი. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ 2-ჯერ მქონდა დღის მორიგეობა, სხვამ მიიღო პაციენტი, 12-ში და 14-ში, რამდენიმე საათით მქონდა... ჩემს არასრულწლოვან შვილებს ახლა გაურთულდათ ვირუსი, ყელ-ყურმა ანალიზიც არ გაგვაკეთებინა, ისე დავიწყეთ, 7-7 დღე მივიღეთ ზუსტად იმ წამლის ანალოგი, რაც იმ დღეს დავიწყე, მინდა გულწრფელები ვიყოთ თქვენს მიმართ. ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, განყოფილების ხელმძღვანელიც ინფორმირებული იყო და მასთან შეთანხმებით, სრულიად საფუძვლიანად, რაც გაიდლაინშია მოთავსებული - ყველაზე უმტკივნეულო მედიკამენტი, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 1 გრამი „ცეპეფინი“ გაკეთდა, ჩემს შვილებს ახლა 7-7 დღე ეძლეოდათ.მას შემდეგ პაციენტთან შემხებლობა არ მქონია, ის ისევ დაყოვნდა თერაპიულ განყოფილებაში, მე აღარ მქონდა მორიგეობები, შემდეგ კარგა ხანი იყო რეანიმაციაში... სრული ნუსხა გავაკეთე ამ ბიჭისთვის, რომ ერთი წამი არ დაკარგულიყო, თუმცა, მე 14-ში საღამოს შემდეგ, ამ პაციენტთან შემხებლობა აღარ მქონია, არ ვიცი შემდეგ როგორი რეაგირება მოჰყვა, რომ აღნიშნავთ, მკურნალი ექიმიო, მე მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი. წამოვიდა ბაქტერია? დავნიშნე ის 1 გრამი, ჩათვალეთ ეკვივალენტია 1 აბი ანტიბიოტიკის, დავნიშნე, რადგან მე ექიმი ვარ... სრულიად საფუძვლიანად, 1 გრამი ანტიბიოტიკი , რაც შეთანხმებული იყო განყოფილების ხელმძღვანელთან, შემდეგ მე უკვე პაციენტთან შემხებლობა არ მქონია“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

თეონა აქუბარდია – ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია

თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.„ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია.„რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შსს – სოფელ სურებში მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ბოლო სიახლეები