ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი პაველ ბლაჟეკი: ,,ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“

  „დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლის შესრულების შემდეგაც ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს ეს პირობები. შესაბამისად, მე ამ წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას გადავცემ ევროკომისარს. მე, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, – განაცხადა პაველ ბლაჟეკმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეაძესთან შეხვედრის შემდეგ.

დღესვე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს, მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს.ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციის მიზანი საერთოა, თუმცა სხვადასხვა გეგმა აქვთ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია არჩიეს. თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ უსამართლო იყო. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან რევოლუციური გზით სვლა გადაწყვიტეს. მათ შორის არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იქიდან რევოლუციის მოწყობა სჯობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დანერგილი საბოტაჟის გზა დესტაბილიზაციას სჭირდება. ერთიც და მეორეც ერთი მიზნისკენ მიდის, სხვადასხვა გეგმით. რომელი რომელ მხარეს დადგება, როგორც ჩანს, ინსტრუქცია ჯერ არ აქვთ, ან ისეთია, რომ ზოგმა ასე უნდა ილაპარაკოს, ზოგმა – ისე. აქამდე მათი გეგმა იმის იქით არ მიდიოდა, თუ არა სისხლისღვრა და რევოლუცია, ასევე საქართველოს ცეცხლში ჩართვა. მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ტრამპი უკრაინის კონფლიქტზე: არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით ერთმანეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ არაფერი მოხდება, სანამ ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.„არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაშვებამდე.

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება

თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „ტრამპის პირობა ახლო აღმოსავლეთს“, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება.„აშშ-მა ერების მშენებლობას, საგარეო ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება თავი დაანება“, - დაწერა მან.ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მაცხოვრებლების ბედი მათ ხელშია. მისი ეს გზავნილი სწრაფად მოედო მთელ რეგიონს.

26 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას – ბადრი ჯაფარიძე

26 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია.„„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება 26 მაისისთვის მზადებას. ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ის უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად. ეს უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას; რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ უნდა იყოს ერთიანობის დღე და ესაა ჩვენი განხილვის საგანიც. შესაბამისად ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც 26 მაისს ვგეგმავთ.ეს იქნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირება. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება, პროვოკაცია. ეს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა, როგორიც საქართველოსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეკადრებათ. ეს არის ფართო პლატფორმა და სოციალური მედიით საჯაროდ ყველაფერზე იქნება ინფორმაცია მიწოდებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძე – ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და ეს მიზანი არის აბსოლუტურად...

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები