პარასკევი, მაისი 2, 2025

„ჩემო მფარველო ანგელოზო“ – მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება

ცნობილ მსახიობს და “ტიკ-ტოკერს”, თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.

გიორგი მდივანი დღეს დაკრძალეს.

გიოს ემოციურად ემშვიდობება მისი და, მარიამ მდივანი:

„ჩემო მფარველო ანგელოზო… მე შენ ყოველთვის მეყვარები“,- წერს მარიამი.

 

„გიო გული ამოგვაგლიჯე ჩემო კეთილო, მხიარულო და თბილო ბიჭო!…  ასეთი ტკივილი პირველად განვიცადეთ, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ეს რა ტრაგედია დაგვტრიალებს თავს.. არ ვიცი როგორ ვანუგეშო თამუნა, კუკა, სალომე და მარიამი… განადგურებულები ვართ. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ვილოცოთ შენთვის“,- წერენ გიოს ახლობლები.

ცნობისთვის, ნათლიის გავრცელებული ინფორმაციით, გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური თანხვედრა თანამშრომლობის კარგი წინაპირობაა, რასაც უნდა დაემატოს კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი გეგმები

ვფიქრობ, ძალიან კარგი წინაპირობები არსებობს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ურთიერთობები შეიცვალოს, ეს შესაძლებლობების ახალ სივრცეს აჩენს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.დავითაშვილის თქმით, არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო შედეგიანი თანამშრომლობა შედგეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა.„ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის. ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების – მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორებთან იყოს მათი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციების თემას. მისი შეფასებით, ეს რთული მემკვიდრეობაა ახალი ადმინისტრაციისთვის და მის შეცვლას გარკვეული დრო და იურიდიული პროცედურები დასჭირდება.„საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობების ხელახლა დაწყება უფრო რთულია, ვიდრე მათი მაღალი ნიშნულიდან გაგრძელება, თუმცა შესაძლებლობები არსებობს. უმთავრესი არის, რომ არსებობს თანამშრომლობის განწყობა ორივე მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული. რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზეც იყო საუბარი. როდესაც ორი მხარე იწყებს ასეთი რთული მოცემულობიდან საუბარს, ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული არგუმენტი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია, გულწრფელი დიალოგი და ეს დიალოგი ნამდვილად შედგა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი თეთრ სახლში – ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ახალი პრიორიტეტების შესახებ, მათ გაიგეს ჩვენი მოლოდინების შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სასარგებლო იყო“, – განაცხადა ირველმა ვიცე-პრემიერმა.ამასთან, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის შეფასებებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და საქართველოსა და აშშ-ს შორის მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს.პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან.„სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში და ამ ცვლილებებს თავისი დრო სჭირდება. მესმის, რომ ოპოზიცია დღეს სპეკულირებს, არსებობს წინმსწრები განცხადებები და ა.შ. ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობას და ინტერესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული და ხელშესახები იყოს, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები. აშშ-ში შეხვედრებისას სწორედ ამაზე იყო დიალოგი, თუ როგორ შეიძლება შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გავხადოთ კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და როგორ ავსახოთ ახალი ინიციატივები ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად არის დასახული.„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება, თუმცა მკაფიო იყო იმაზე კომუნიკაციაც, რომ ამას სჭირდება დრო, რადგან ბევრი პრიორიტეტი არსებობს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გვესმის, რომ გლობალური გამოწვევაც არის ძალიან ბევრი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, პრობლემური საკითხებიც იყო განხილვის საგანი.„იმედი მაქვს, წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს, ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ისინი ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად დავისახეთ, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულ 39 პირს შორის ქალები და ბავშვებიც არიან

ირლანდიის იუსტიციის მინისტრის, ჯიმ ო'კალაჰანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეპორტირების შესახებ ბრძანება არ შეასრულეს, წუხელ ჩარტერული რეისით საქართველოში 40-მდე ადამიანი დააბრუნეს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 39 დეპორტირებული ადამიანი გაფრინდა, რომლებიც დღეს დილით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდნენ. ირლანდიის პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს ცნობით, ყველა ბავშვი თავისი ოჯახის უფროს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ეს არის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ წლის დასაწყისში განახლებული ჩარტერული რეისები უკანონო მიგრანტთა დეპორტირებისთვის გამოიყენეს.ირლანდიის პოლიცია, იმიგრაციის პოლიტიკის განსახორციელებლად, იუსტიციის დეპარტამენტთან ერთობლივ მუშაობას გააგრძელებსმიმდინარე წლის თებერვალში, 32 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ერთი ბავშვი, რომლებიც დეპორტირების შესახებ ბრძანებას ექვემდებარებოდნენ, საქართველოში დააბრუნეს. მინისტრი ო'კალაჰანი ამბობს, რომ ვინაიდან საზღვრების დაცვა მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ის კანონის აღსრულებაზე კონტროლს ამკაცრებს. „იმ ადამიანების სწრაფი და სამართლიანი დაბრუნება, ვისი განაცხადებიც არ დაკმაყოფილდა, თანამედროვე წესებზე დაფუძნებული იმიგრაციული პროცესის საფუძველის წარმოადგენს“. მისივე თქმით, თუ ადამიანებს ირლანდიაში ყოფნა სურთ, მათ ეს შესაბამისი სამართლებრივი გზებით უნდა გააკეთონ. „გაძევების ოპერაცია წარმოადგენს მკაფიო შეტყობინებას, რომ ჩვენი კანონები დაცული უნდა იყოს და ხაზს უსვამს მთავრობის განზრახვას, დაიცვას ჩვენი იმიგრაციული სისტემის მთლიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა ო'კალაჰანმა. მან ხაზგასმით თქვა, რომ ირლანდიის ეროვნული პოლიცია და იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ ამა თუ იმ პირს ქვეყნის დატოვება უბრძანეს, მან ეს ბრძანება აუცილებლად შეასრულოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდება დამატებითი ჩარტერული რეისები იმისთვის, რომ „დეპორტირების სისტემამ უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს“. „წუხელ დუბლინიდან კიდევ ერთი სადეპორტაციო რეისი გაფრინდა, რომელიც დღეს დილით უსაფრთხოდ დაეშვა საქართველოში. ბორტზე იმყოფებოდა 39 ადამიანი, რომლებსაც დეპორტირების ბრძანება მიღებული ჰქონდათ, მაგრამ ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ“.- Jim O'Callaghan TD (@OCallaghanJim) May 1, 2025 მანვე დასძინა, რომ ქართული თემის ბევრი წევრი ირლანდიაში კანონიერად იმყოფება და მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, აგრეთვე კულტურულ და სოციალურ წინსვლაში. კომერციულ რეისებთან ერთად, უკანონო მიგრანტების დეპორტირებისთვის, ჩარტერული რეისებიც გამოიყენება. მთავრობის განმარტებით, ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას იგზავნება. იძულებითი გაძევება ხორციელდება როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც შესაბამისმა პირმა სახელმწიფო არ დატოვა ან ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევებისთვის გათვალისწინებული დახმარების ზომებით არ ისარგებლა. „დეპორტირების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, პირს სთავაზობენ დახმარებას ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის და ეს უპირატესი, სასურველი ვარიანტია“, - ამბობს ო'კალაჰანი. „იძულებით გაძევების გარდა, ჩემი დეპარტამენტი მნიშვნელოვნად ზრდის ნებაყოფლობით წამსვლელთა რაოდენობას და მე ვთხოვ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, ამით ისარგებლონ“, - დაამატა მან. ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს დეპორტირების შესახებ 2 403 ბრძანებას მოეწერა ხელი, რაც 180%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით. 2024 წელს ირლანდია, სხვადასხვა, მათ შორის იძულებითი დეპორტირებისა და ნებაყოფლობითი დაბრუნები მექანიზმების გამოყენებით, 1 116 ადამიანმა დატოვა. მიმდინარე წელს დეპორტირების შესახებ 1,386 ბრძანებას მოეწერა ხელი და სახელმწიფო 647-მა ადამიანმა დატოვა. ნებაყოფლობითი დაბრუნება არის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ირლანდიაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, მათ შორის მათთვის, ვისაც საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა. ასეთი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ამ პირის მიმართ დეპორტირების ბრძანება არ გაიცემა. 2023 წელს ნებაყოფლობითი დაბრუნების მსურველთა რიცხვმა 213 შეადგინა, 2024 წელს კი მათი რაოდენობა 934-მდე გაიზარდა. ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ნებაყოფლობითი დაბრუნება ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანების გაყვანის უპირატეს მეთოდს წარმოადგენს. წყარო:rte.ie/news

მექსიკის პრეზიდენტი – ძალიან კარგი დიალოგი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი“ დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით .„ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში. აშშ-ის მთავრობა ძალიან დაინტერესებულია მექსიკასთან დეფიციტის შემცირებით. უკვე დიდი ხანია, ვთავაზობთ გზებს, რომლითაც გვექნება კიდევ უფრო მეტი ვაჭრობა, ვიდრე ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა შაინბაუმმა.მექსიკის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება-დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის ტრაგედია ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია“.დღეს ზუსტად ის გვაქვს, რასაც ივანიშვილი საკუთარ გამოსვლებში ებრძოდა, ხოლო არაფერი გვაქვს იქიდან, რასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მან პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, რადგან ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა. ერთმა ვერ გაბედა, ეთქვა, რა ნახა აქციაზე ძალადობის კადრებში. მთელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ბოლო ათწლეულების, ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია, ანუ ადამიანებად, რომლებსაც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების სურვილი არ უჩნდებათ და თვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხელისუფლებას ხომ ყველაფერი ეპატიება, ის ძალაა და ვინც საცემია, იმას სცემს, თუ მოსაკლავია, მოკლავს კიდევაც-აი, ამ ტიპის ზნეობრივ სტანდარტებამდე რომ დაიყვანა ადამიანი, ესაა საშინელება,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ბოლო სიახლეები