სამშაბათი, აგვისტო 4, 2026

ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია – ბაჩო ქაჯაია

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.

ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

დღევანდელ პროცესზე მსახიობმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

“ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში – ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს”, – თქვა ქაჯაიამ. მის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა მელიაზე 2024 წლის აგვისტოში, სამტრედიაში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა – საქმეზე მელია პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში მოხდა, გამოძიება განახლდა.როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე აცხადებს, გამოძიება თავის დროზე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია გადააკვალიფიცირა და გამოძიება საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა.მისივე შეფასებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა მელია დაახლოებით 2 კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა.„ნიკა მელია სამტრედიაში იყო ჩასული ოფისის გახსნაზე, სადაც 200-მდე ადამიანს ხვდებოდა და ამ დროს მასზე განხორციელდა თავდასხმა. ეს მოხდა 2024 წლის 11 აგვისტოს.იქ ნიკას ახლდა მეგობარი, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ეხმარებოდა მას, ეს პირი ჰყავდათ გამოკითხვაზე დაბარებული, ასევე დაბარებული ჰყავთ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ცოტნე მირცხულავა, რომელიც იქ იმყოფებოდა, ანუ რეალურად საგამოძიებო მოქმედებები 2 წლის თავზე დაიწყო.თავად ნიკასთან იყვნენ ორი კვირის წინ იყვნენ ისე, რომ მის ადვოკატებს არ გაგვაგებინეს. სიურპრიზის სახით შევიდნენ მასთან და ფორმალურად გამოიკითხა ნიკაც, მოწმის სტატუსით. დაზარალებულად ნიკა არ არის ჯერჯერობით ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის დროზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურამ გადააკვალიფიცირა და ახლა მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ მუხლი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეალურად საქმე აღძრა, არასწორი იყო, რადგან წინასაარჩევნო კამპანია იყო და კამპანიის ფარგლებში მოხდა ძალადობა. პროკურატურამ სწორად გადააკვალიფიცირა. გამომძიებელი აცხადებს, თითქოს დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას ელოდებოდნენ და ამიტომ გაიწელა გამოძიება დროში, მაგრამ რა საჭირო იყო, როდესაც პირი თვითონ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩადენილ ქმედებას აღიარებს? აქედან გამომდინარე, საერთოდ რა შუაში იყო ექსპერტიზის მოლოდინი, როცა შეიძლებოდა ექსპერტიზის დასკვნა მერეც დაერთოთ საქმეზე?ამიტომ, დაგვიანებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოძიებას უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება მყისიერად დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ის პასუხისგებაში მიეცეს. ამიტომ, მოცემულ საქმეზე ეფექტურობა გამოძიებას დაკარგული აქვს, შედეგი რა იქნება ვერ გეტყვით, რასაც ინებებენ, ის შედეგი იქნება. თავდასხმა მოხდა პოლიტიკური ნიშნით. ჩვენებაში ქალბატონს ესეც დაფიქსირებული აქვს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაესხა ნიკა მელიას თავს.შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ზედამხედველობას უწევს პროკურატურა და საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. რეალური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ახლა“,- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

„როიტერი“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ ხუთი მისიის დახურვას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ ხუთი მისიის დახურვას გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.გამოცემის ინფორმაციით, მისიებს შორისაა საელჩო გრენადის ქალაქ სენტ-ჯორჯში და საკონსულოები იაპონიაში, ინდონეზიაში და კანადაში, ასევე საელჩოს ფილიალი კამერუნის ქალაქ დუალაში.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს უკვე დაიწყო თითქმის ათი მისიის დახურვისთვის მზადება.ცნობისთვის, თეთრ სახლს მაშინ უფრო მასშტაბური გეგმა ჰქონდა, დაეხურა 30-მდე მისია.დემოკრატები აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური ქსელის შემცირება, განსაკუთრებით საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაშლის ფონზე, საფრთხეს უქმნის ამერიკის ლიდერობას და საშუალებას აძლევს ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, ეს სივრცე დაიკავონ.

ირაკლი კობახიძე – გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“, ეს ხდება მას შემდეგ,...

გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ – ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.კობახიძის თქმით, პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია – ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა.„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.პრემიერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ამგვარი პოლიტიკის მიმართ, რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი მიმდევრებისგან პროტესტი არავის დაუფიქსირებია, მეტიც, ის ადამიანები, ვინც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, მიესალმებოდნენ საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას.„შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად – ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა,“ – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.„ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“ დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი – ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით – ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და შეტევა გავაუქმეთ

ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, - აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

ბოლო სიახლეები