ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა
ეჭვი არ მეპარება, რომ ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს – ეკა ბესელია
“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, როგორი უმძიმესი სისტემური კრიზისია მართლმსაჯულების სისტემაში.როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს.ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროვებს, - ამბობს ბესელია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების პროფესიული დღე აღნიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. საგადასახადო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღნიშვნა უკავშირდება ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1996 წლის 30 ოქტომბერს.აღნიშნული ღონისძიება, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, ვიდეო მიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA -ს აღმასრულებელმა მდივანმა ალიქს პერინიომ დე ტროიმ.Ⴑამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი სერთიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.შემოსავლების სამსახური თითოეულ თანამშრომელს და ასევე შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) წევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს ულოცავს პროფესიულ დღეს.
IOTA - ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 43 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. 2023 წელს, საქართველომ პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ შეიტანა.როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირს დანაშაულს აბრალებენ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.„სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეზურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს მიმართა – თქვენო აღმატებულებავ, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს – ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია თურქეთის რეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილში.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, მიხეილ ყავლეაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე.
“კვარა”, მიყვარხარ”, – გიორგი მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ CANAL + Sport-ის ეთერიდან
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" შემტევ გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ CANAL + Sport-თან ინტერვიუ ჰქონდა, რომლის ბოლოსაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რამე სათქმელი ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც რთულ ტრავმას ებრძვის.“კვარა", ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე საკუთარი თავის რწმენა და იცოდე, მთელი საქართველო შენ გვერდით ვდგავართ... მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. მალე ისევ ერთად ვითამაშებთ... "კვარა", მიყვარხარ”, - ასე მიმართა გიორგიმ ხვიჩას.შეგახსენებთ, პსჟ-ს მარცხენა გარემარბმა ხვიჩა კავარცხელიამ "ბარსელონასთან" დაპირისპირებისას, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს მალე დაიწყებს.მიქაუტაძის "ვილიარეალი" კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "კვარას" პსჟ-ს დაუპირისპირდება. გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი ჩემპიონების კარის აღებას შეეცდება. ჩვენებური ლიგაზე შესანიშნავია, "ლივერპულსა" და "ნაპოლის" გაუტანა, "ბორუსიასთან" კი კუთხურიდან საგოლე პასი შეასრულა.


