ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული სამი ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ექიმის თქმით,ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა.
მოსწავლეები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა.