შაბათი, ივლისი 5, 2025

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, მარიკა ბარათაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, ოთარ ჩხეიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, გამრეკელის, აკაკი გელოვანის, შავგულიძის, თოფურიას და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს (ნაწილობრივ), სოფელი ლისის და ლეო კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აბულაძის, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების (ნაწილობრივ) და აბაის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, თამაზ თოხაძის, გორის, ბათუმის, ვლადიმერ ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, იამანიძის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები