ორშაბათი, მარტი 23, 2026

შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ირაკლი დემეტრაშვილმა გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) გახდა.ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსი ზალატუხინი დაამარცხა.

„ბიბისი“ – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 113.40 დოლარს გადააჭარბა.იაპონიის Nikkei-ს საფონდო ინდექსი 3.5%-ით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი – 6.5%-ით.21 მარტს,აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი არ გაიხსნება, ირანის ელექტროსადგურებს „გაანადგურებს“, ხოლო ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ დარტყმას რეგიონში ძირითადი ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხებს.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს

ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სენსიტიური თემების განხილვისას.თუმცა, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროებმა განუცხადეს, 12 აპრილის უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო, ახალ ბრალდებებზე ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მაგრამ მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სიიარტოს ქცევით გაკვირვებულები არ ყოფილან.„საერთო ჯამში, ნაკლებად ლოიალური წევრი სახელმწიფოები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უმეტესი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა მცირე ფორმატში ხორციელდება“, – აღნიშნა წყარომ.ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ ამბობს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია 12 აპრილის არჩევნებს მოიგებს, მაშინ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს გზა, რომ ამ საქციელს გაუმკლავდეს.

ბოლო სიახლეები