პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

შსს ოჯახში ძალადობის ბოლო სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამი თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

მათ შორის თბილისში- 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში – 78, ქვემო ქართლში – 76, კახეთში – 68, შიდა ქართლში – 66, აჭარაში – 40, სამცხე-ჯავახეთში – 39, სამეგრელოში – 25, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 14 ადამიანი დააკავეს.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დააკავეს ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტი – 1 179 შეტყობინებაზე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ირაკლი კობახიძე – გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს

გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა… “ – ფონიჭალაში დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა ემსხვერპლნენ. დედა-შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.„რა გინდა, სიკვდილოოო, რაააა… რატომ წამართვი უკვე მეორე მეგობარი?  რატომ არ გვინდობ ადამიანებს? თანაც ასე, შვილთან ერთად…ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა…“ცნობისთვის, 19 ნოემბერს, საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხუთი კი კლინკიკებში გადაიყვანეს.

ბოლო სიახლეები