ორშაბათი, ოქტომბერი 6, 2025

შსს-მ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავა, ხოლო კლინიკაში, სადაც პაატა ბურჭულაძე იმყოფება, სამართალდამცველები შევიდნენ

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავეს.

დაკავება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას განხორციელდა.

ამასთან, კლინიკაში, რომელშიც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, დღეს ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან, ეგვიპტეში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად.„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“,- აცხადებს ტრამპი. 

ძიუდო | თორნიკე გიგაური 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს 20-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრების წევრი თორნიკე გიგაური მსოფლიო ჩემპიონია.პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ფინალში 66 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიგაურმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარშიევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.საქართველოს ნაკრები ტურნირზე ცხრა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე – საკუთარ სახეს აჩვენებენ მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები, მხარდაჭერას უცხადებდნენ აქციას, რომლის მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისინი დღეს დუმან

საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ამას საზოგადოება ხედავს.„ისინი დღეს დუმან, მიუხედავად პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. ამას საზოგადოება ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კობახიძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათმობს კონტროლს ღაზაზე და არ შეასრულებს შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, მას „სრული განადგურება“ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ღაზაზე ძალაუფლებისა და კონტროლის დათმობაზე და არ შეასრულებს ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, დაჯგუფებას „სრული განადგურება“ ემუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „სიენენს“ განუცხადა.ამასთან, მან მედიას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ეთანხმება ღაზაში იერიშების კამპანიის დასრულებას.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „მალე გაიგებს, სერიოზულად არის თუ არა „ჰამასი“ განწყობილი“ და ნამდვილად უერთგულებს თუ არა საკუთარ პირობას.ცნობისთვის, 3 ოქტომბერს „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები. რაც შეეხება ღაზის ტერიტორიას, „ჰამასი“ მოითხოვს, რომ კონტროლი გადაეცეს პალესტინის დამოუკიდებელ ტექნოკრატიულ ხელისუფლებას.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილი – მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ეს ხაფანგი მეც მეხებოდა, რამეთუ პირდაპირ ურტყამს ხალხის თვალში ჩემს ნამდვილ ლეგიტიმაციას

მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც  იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, „რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა“.„რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური  სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინათ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები