პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

შსს თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა ​და ღვერკში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკანიანთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც.მინისტრი სოფელ ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები.ამასთან, სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია-პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 000 ლარი გამოიყო, 225 000 ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში , პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. დაზარალებულ ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი.ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე, ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და ასევე ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერები.როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის დსთ-ს ლიდერებს ვიწრო წრეში ინფორმაციას მიაწვდის ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სამიტის შედეგების შესახებ.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კვლავ შევიკრიბოთ ძალიან მცირე ჯგუფში. მინდა, სწორედ ასეთ ვიწრო წრეში მოგაწოდოთ ინფორმაცია შედეგების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ზოგადად დადებითად ვაფასებთ. უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ დებულებებზე დავაფუძნებთ“, –  აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინმა ასევე მიიწვია შეხვედრაში მონაწილე ლიდერები დეკემბერში სანკტ პეტერბუგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე.

კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: აღნიშნული აქტის ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარ აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული. ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტის ავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ტყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან გამყრელიძე: „ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგი ჩახუნაშვილს, რომ ასეთი ფორმით მომხდარიყო მისი დაკავება,უკან დახევა არ არის სისუსტე — ახლა ქვეყანას სჭირდება სიბრძნე...

"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის! არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს - უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს" | წერს ამირან გამყრელიძე.

ბაჩო ახალაია – 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს თვალს სამზარეულოდან ადევნებდა.„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ.  ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ზის და მე  სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაროა. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ბოლო სიახლეები