პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.
ამას წინ უძღოდა დღეს, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი „ალდეზე“: იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის განცხადება შეაფასა. მას არ უკვირს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ალდეს“ განცხადებაში მოხვდა.საქმე ეხება „ალდეს“ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილის ქმედებას მიუღებელი უწოდეს და ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს.„არც ისაა გასაკვირი, BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუე „ალდეს“ ამ კომენტარშიც ფიგურირებდეს. ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია დანაშაული, საფრთხე და ამ საფრთხეს არა თუ მხოლოდ ახალისებენ, არამედ თვითონვე ქმნიან იმ სცენარს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ. ელისაშვილის ქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებს ვოლსკი.

რობერტ ფიცო – არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს. კერძოდ, ევროკომისიის წინადადება შეეხება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის სესხის გამოყოფას.რობერტ ფიცოს თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო მკვლელობაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე. არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, არიან დაშავებულები

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო.იაპონიის ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაჩინოჰემთან ახლოს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.ოფიციალურმა პირები მოსახლეობას სიფხიზლისა და მაღალმთიან ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ოთხი ტანკერი, მათ შორის 2002 წელს აგებული H. Constance და 2003 წელს აგებული Lattafa, პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დანარჩენი ორი კი კუკის კუნძულების და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ.სანქციები დაუწესდათ ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, ძმისშვილებს, რომლებიც ნარკოგარიგებებში მონაწილეობის გამო 2016 წელს ჰაიტიში დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას. შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე...

"_ პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა.. თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში... შენზე ძლიერის წინაშე კი არასოდეს იკადრო Მუხლზე დადგომა.. Გახსოვდეს, სიტყვა "ადამიანი" ზოგჯერ "ღვთის ხატის" მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ "ცხოველის ხატისა"... კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამქვეყნიდან.. ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე... ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე... ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს ვარიდებთ მათ... ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა"მამა გაბრიელი

ბოლო სიახლეები