იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.
შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას.
გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია Mitsubish-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 96 ავტომობილი შეიძინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომანქანები საპატრულო პოლიციასა და სხვადასხვა დეპარტამენტს გადაეცა.