პარასკევი, ივლისი 17, 2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა – 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”.

მისივე თქმით, ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.

აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.

დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.

გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.

ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იქნება აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – აღნიშნა დავით კიკნაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

ბოლო სიახლეები