ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

„შვილზე მამა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება კახეთში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.

50 წლამდე მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის,  პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამაკაცი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.

მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა.

ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც კაცი პოლიციამ დააკავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლის დაწვისთვის დაკავებულ კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ თიანეთში 25 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მეუღლეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯამცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები."სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიური გამოცემა – „იუვენტუსი“ თავდამსხმელების დამატებაზე ფიქრობს, ტურინელთა სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძეცაა

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს. ტურინელები, ასევე, საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.„ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც ახალი შემტევების დამატების საჭიროებას ქმნის.„ბიანკონერი“ ოსიმენის (ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ „გალათასარაიში“ თამაშობს) შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს.ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ „იუვენტუსი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ​ვიქტორ ბონიფაცი, გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო, – წერს იტალიური გამოცემა.

გია ვოლსკი – პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ...

პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, პაატა ბურჭულაძის პლატფორმაზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს.„არ ვიცი, ერთმანეთთან ბრძოლაში რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ საქართველოში ვერ იქნებიან წარმატებული. პაატა ბურჭულაძე წარმატებული იყო, როცა მსოფლიოს სცენაზე მღეროდა. შემდეგ უკვე პუტინს უმღეროდა და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს იჩემებს, რომ ევროპისკენ სვლის მედროშეა. პაატა ბურჭულაძის ფიგურა რაიმე პლატფორმაზე საუბარს არ შეესაბამება, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს. პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ ერთადერთი და განუმეორებელია. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ჯერ ვერ გამოვიცანით, ალბათ უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს სისულელეს, რათა მისი სახელი ხშირად იყოს განმეორებული. სისულელეს სულელი ამბობს. პაატა ბურჭულაძე გამოჩენილი იყო და მეტროპოლიტენ ოპერაში მღეროდა. მისი მონაწილეობით საოპერო დადგმა – „აიდა“ მაქვს ნანახი. მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი დაიწყო. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ვითომდა უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება ჰქვია. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს ვუყურებთ, როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით ძალიან შორს არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

🎥„ახლა ყველაფერი მუქია… ტკივილი კი უკურნებელი…“ – მტკვარში დაკარგულ 23 წლის გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ

მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ. მისი ახლობელი მეგი კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„უკვე მეშვიდე დღეც მიილია, ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი. დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი… თითქოს, ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი… წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი. მენატრები…. მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული — უპირობო და მტკიცე. და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი… ველი, როგორც ადამიანი იმედს.შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი — შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. გიორგი შამუგია, გელოდებით დის გულო,“ - წერს ბიჭის ნათესავი.

რომის პაპი – გულმხურვალედ მოვუწოდებ, დაშვებული იყოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, დასრულდეს საომარი მოქმედებები, რომლის გამანადგურებელ ფასს იხდიან ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები

რომის პაპი ლეო XIV ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდებს.რომის პაპმა ანკლავში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი და დამამწუხრებელი უწოდა.„კვლავ გულმხურვალედ მოვუწოდებ, რათა დაშვებული იყოს ჰუმანიტარული დახმარება და დასრულდეს საომარი მოქმედებები, რომლის გამანადგურებელ ფასს იხდიან ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები“, – განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში ისრაელი მთელ ღაზის სექტორს გააკონტროლებს.

ბოლო სიახლეები