კვირა, თებერვალი 16, 2025

შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე – დავით ქართველიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია – სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ “ურჩ” და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის.

„დემოკრატიას ამოფარებული “გლობალური ომის პარტია” საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაფიოზურ კლანად, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილია ჩვენთვის კინემატოგრაფიდან. ტიპური ვიტო კორლეონეს ოჯახი, რომელიც საკუთარი “კოზა ნოსტრას” წევრებს იცავს ბოლომდე, სულ რომ სამყარო დააყენონ თავდაყირა. არ რუსული ბოევიკი “Брат” გავიხსენოთ, სადაც “რუსები თავისიანებს არ მიატოვებენ”.ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, ასეთი “კორლეონებისა” თუ “ბრატების” ხელში, “გლობალური ომის პარტიის” პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ “ურჩ” და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. დღეს იგივე ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე.მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია – სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს. “გლობალური ომის პარტია” თავისიანებს ყველგან აფარებს ხელს – კეზერაშვილს ევროპის სივრცეში, სააკაშვილის ბანდის წევრებს – უკრაინაში. დადგა მორიგი აგენტის – ბაჩიაშვილის ჯერი.გუშინ ვაშინგტონში წესით ამ მაფიოზურ-კრიმინალური საერთაშორისო კლანის დასუსტებისკენ გამიზნული წამმზომი ჩაირთო. “გლობალური ომის პარტიის” დამარცხების გარეშე, ტრამპის მიერ დეკლარირებული, წესრიგზე დამყარებული ახალი სამშვიდობო პოლიტიკა ვერც საერთაშორისო და ვერც ლოკალური მასშტაბით ვერ განხორციელდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” – რა ხდება აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ძლიერმა შტორმმა და წვიმამ, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და სახლები. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობის რამდენიმე გაფრთხილება მოქმედებდა გასული 24 საათის განმავლობაში კენტუკის, ტენესის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში. კენტუკიში, სადაც გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ძლიერი წვიმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა. "მთელი შტატი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე", - განაცხადა ბეშირმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, რამდენიმე შტატის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მოხუცთა თავშესაფრებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია განეხორციელებინა. ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა დასავლეთ ვირჯინიისა და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის რამდენიმე ოლქში კვირა დღის, დილის 8 საათამდე გაახანგრძლივა. სააგენტომ აღნიშნულ წყალდიდობას "სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია" უწოდა.

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, მიუნხენში კაია კალასს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა. „შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების თხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში ტრაგედიის გამო, ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება. „ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა. როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები