შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ეს არის შვედეთის ახალი ხელისუფლების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი. შესაბამისად, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა და კლიმატის შესახებ პარიზის შელშეკრულების პირობების შესრულება ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტების ჩამონათვალში სახელდება. “შვედეთი უნდა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და აღარ გამოიყენებს საწვავს,” – განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა სტეფან ლიოვენმა, როდესაც მან სტოკჰოლმში თავისი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.
“თუმცაღა მავნე ნარჩენენების რადიკალური შემცირებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით შვედეთი პირველი ვეღარ იქნება. ის უკვე მეათე ქვეყანაა, რომელმაც დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდესაც შეწყდება ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების რეგისტრაცია”- განაცხადა Greenpeace-ის გერმანული განყოფილება წარმომადგენელმა, მარიონ ტიმანმა. შვედეთამდე 5 წლით ადრე, უკვე 2025 წელს გეგმავს შიგაწვის ძრავიან მანქანებზე უარის თქმას ნორვეგია. აქ 2018 წელს გაყიდული ყოველი მეორე მსუბუქი მანქანა ელექტროა.
2030 წელს კი შვედეთი აღმოჩნდება ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა დანია, ისრაელი, ირლანდია,ისლანდია, ნიდერლანდები და საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. თითოეულმა მათგანი შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმას უახლოესი 10 წლის განმავლობაში აპირებს. უფრო მეტიც, ამავე თარიღს ასახელებს ჩინეთი, რომელიც ელექტრომობილების გაყიდვის მიმართულებით უპირობო მსოფლიო ლიდერია.