ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ლიანა ჯოჯუა, FIGHT NIGHT GLOBAL-ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელია.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5-რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში ჯოჯუამ, მარინა მოხნატკინა მსაჯთა კოლეგიის ერთხმოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ ეს ემ-ემ-ეიში მოხტანკინას პირველი მარცხია. შედეგად ლიანა ჯოჯუა გახდა პირველი ქართველი ქალი მებრძოლი, ვინც ამ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა