პარასკევი, მაისი 9, 2025

„შენ გოგო, რაღაც თავში აგივარდა…“- ვრცელდება ფარული ჩანაწერები, როგორ აიძულებდა ახალგაზრდა კაცი 62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სექსუალურ კავშირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

„ღმერთს უყვარს ყველა, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს, ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“ – ახალმა პაპმა მრევლს პირველად მიმართა

მშვიდობა თქვენ ყველას, – ასე მიმართა ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.პაპმა ლეო XIV-მ პატივი მიაგო გარდაცვლილ პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა შეკრებილებს, მუდამ ახსოვდეთ ის.„დავიმახსოვროთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომელიც აღდგომის დილას რომს ლოცავდა, პაპი, რომელმაც რომი დალოცა, მთელი მსოფლიო დალოცა აღდგომის დილას. ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა. ღმერთს ვუყვარვართ. ღმერთს უყვარს ყველა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ იტალიურად.პაპმა იტალიურ და ესპანურ ენებზე მადლობა გადაუხადა კარდინალებს, რომლებმაც ის ორდღიანი კონკლავის დროს აირჩიეს.„ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმებს, კარდინალებს, რომლებმაც ამირჩიეს მემკვიდრედ. ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. პაპობაში მას ლეო XIV ეწოდება.

თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე – კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს

კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. რამდენიმე წუთში მისი ვინაობა გახდება ცნობილი.კარდინალთა საბჭომ მსოფლიოს ეს ამბავი ვატიკანის თავზე თეთრი კვამლის ამოსვლით ამცნო.ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 133-მა კარდინალმა მიიღო. კონკლავის დაწყებამდე მათ მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები  ჩააბარეს. სიქსტეს კაპელას გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამორიცხულიყო.როგორ ირჩევენ ახალ პაპსხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა."ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.

ბოლო სიახლეები