კვირა, აპრილი 12, 2026

შემთხვევები, როცა იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი არ გადმოვიდა – ყველაფერი წმინდა ცეცხლის შესახებ

მბზინავი სვეტები, ელვა, სხივები: მომლოცველები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხდება იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში, როდესაც წმინდა ცეცხლი გადმოდის.

ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი დედამიწაზე ყოველწლიურად ჩამოდის. მართლმადიდებლური აღდგომის წინა ღამეს ათასობით მომლოცველი იკრიბება იერუსალიმში, რათა საკუთარი თვალით შეესწროს ამ სასწაულს. როდესაც ტაძარში სპეციალურ განყოფილებაში ალის პირველი ციმციმები ჩნდება, ყველას უხარია: წმინდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეული ცხოვრების წესი ასეთი დარჩება კიდევ ერთი წელი. მაგრამ მართალია, რომ აპოკალიფსი მოვა ზუსტად მაშინ, როცა ცეცხლი არ გადმოვა?

როგორ დაიწყო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიცია

მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც წმინდა ცეცხლი იხილა, იყო პეტრე მოციქული. როდესაც ყოფილმა მეთევზემ გაიგო მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მაშინვე გაიქცა იმ ადგილას, სადაც იესო დაკრძალეს. მაგრამ თავისი მასწავლებლის ნაცვლად მან გამოქვაბულში მხოლოდ სასწაულებრივი ცეცხლი დაინახა, რომელიც გარშემო ყველაფერს წმინდა შუქით ანათებდა. ეს ამბავი ზეპირად იყო გადმოცემული ადრეული ქრისტიანობის დროს. ხოლო წერილობით წყაროში წმინდა ცეცხლი პირველად ევსები პამფილუსმა მოიხსენია IV საუკუნეში. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ წერდნენ კათოლიკე პაპი ურბან II, არაბი ისტორიკოსი ალ-მასუდი და აბატი დანიელ პილიგრიმი.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოდის. იქ მთავარი სამსხვერპლო არის წმინდა საფლავი. საფლავის ადგილზე არის სპეციალური სამლოცველო – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. წმინდა ნათელი სწორედ აქ ჩნდება. კუვუკლიაში მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს უშვებენ. ეს არის ტრადიციულად მისი უნეტარესი ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი და სომხური სამოციქულო ეკლესიის უფლებამოსილი წარმომადგენელია. სამლოცველოს შესასვლელთან კი კოპტური და სირიის ეკლესიების მღვდელმთავრები ელოდებიან.

იერუსალიმის პატრიარქი საკურთხეველში შედის სამხრეთ კარიბჭის გავლით და კუვუკლიაში შესვლამდე, ტანსაცმელს იხდის. შემდეგ კი სომხეთის წარმომადგენელთან ერთად შედის შიგნით, მორწმუნეები ელიან, წმინდა ცეცხლი გადმოვა თუ არა. ზოგჯერ წმინდა შუქი არ ჩნდება დიდი ხნის განმავლობაში: რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის ზარები იწყებენ რეკვას, იერუსალიმის პატრიარქს ის კუვუკლიიდან გამოაქვს, მორწმუნეები კი მისგან სანთლებს უკიდებენ. ამრიგად, წმინდა ცეცხლი საქართველოშიც აღწევს და ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს წმინდა მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიით.

წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი თვისებები და როგორ ხსნის მათ მეცნიერება
წმინდა ცეცხლი თავისთავად მოულოდნელად გადმოდის და პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებს არ გიწვავს და ეს პრაქტიკაში გამოცდილია. მართლმადიდებელ მეცნიერთა საზოგადოების ხელმძღვანელი, დეკანოზი გენადი ზარიძე სპეციალურად ამ ცერემონიისთვის იერუსალიმში ჩავიდა პირომეტრით. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს ცეცხლის ტემპერატურას. გარდამოსვლიდან პირველ 15 წუთში წმინდა ცეცხლმა აჩვენა 40 გრადუსი, შემდეგ კი – 320. მორწმუნეებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს შეეხნენ ამას ადასტურებენ: პირველ წუთებში ალი არ წვავს, მაგრამ სასიამოვნოდ გათბობს. ჩვეულებრივი, არამართლმადიდებელი მეცნიერები ამას უკავშირებენ პლაზმის თვისებებს, როგორც მატერიის საერთო მდგომარეობას.

რა მოხდება, თუ წმინდა ცეცხლი არ გადმოვა?

მორწმუნეებში გაჩნდა აზრი, რომ წმინდა ცეცხლი აპოკალიფსის ნიშანია. თუ ის არ გადმოვა, დაიწყება სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა. წლიდან წლამდე ცეცხლის გადმოსვლას ყველა ელოდება სუთქვაშეკრული. კიდევ ერთი წელი ვიცხოვრებთ? ანუ უნდა მოვემზადოთ ანტიქრისტეს მოსვლისთვის? მაგრამ ეკლესიას აქვს საკუთარი პასუხი მსგავს ცრურწმენებზე. უბრალოდ არ არის მართალი, რომ წმინდა ცეცხლი წინასწარმეტყველებს აპოკალიფსს. თავად იესომ თქვა: „თქვენ არ გევალებათ იცოდეთ დრო, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“. ეს ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლის გამოთვლას აზრი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საიდუმლო ადამიანებს ფაქტის შემდეგ გაუმჟღავნდება.

ყოფილა შემთხვევები, როცა წმინდა ცეცხლი არ გადმოსულა. პირველი მათგანი 1101 წლით თარიღდება. რამდენიმე ათეული წელი იყო გასული ერთიანი ეკლესიის მართლმადიდებლურ და კათოლიკურად დაშლის შემდეგ. იმ დროს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ღვთისმსახურება კათოლიკეებმა აღასრულეს. მათ რაღაც არასწორად გააკეთეს, ამიტომ ალი მთელი დღის განმავლობაში უარს ამბობდა გადმოსვლაზე და მხოლოდ მაშინ, როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირები ცერემონიაზე დაუშვეს, ყველაფერი გამოვიდა. იყო ამბავიც კი, როდესაც წმინდა ცეცხლი გადმოვიდა არა კუვუკლიაში, არამედ ტაძრის კედლების გარეთ. მაშინ იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუს IV მსახურებაზე არ დაუშვეს; ის იდგა ქუჩაში და ცეცხლი მასზე დაეშვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები