პარასკევი, მარტი 21, 2025

შეიძლება თუ არა ორსულებისათვის თმის შეღებვა და ქსოვა

ორსულობასთან დაკავშირებით ბევრი ცრუ რწმენა არსებობს. მაგალითად, ის რომ ამ დროს ქალისთვის თმის შეჭრა ან გაკვანძვა არ შეიძლება. ეს მარტივი ცრუ რწმენებია და მეცნიერების პოზიციიდან მათ უარყოფას აზრი არ აქვს. რატომ არსებობს შიში თმის შეღებვაზე გასაგებია, თუმცა სინამდვილეში დღეს ორსულებისთვის თმის შეღებვის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.

ნივთიერებები, რომლებსაც საღებავები შეიცავს, კანში რთულად აღწევს და ორგანიზმზე მთლიანობაში გავლენას ვერ ახდენს. არსებობს წესების დაცვის რეკომენდაცია, რომლებიც საღებავის ინსტრუქციაში ან შეფუთვაზეა მითითებული, ხოლო განსაკუთრებული სიფრთხილის შემთხვევაში ქალს შეუძლია პირველ ტრიმესტრში თმა უბრალოდ არ შეიღებოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფეხმძიმობის დროს თმა „არაპროგნოზირებადია“ და შეღებვის შედეგი შეიძლება მოულონდელი იყოს.

რაც შეეხება იმას, თითქოს ორსული ქალისთვის ხელების აწევა და ქსოვა არ შეიძლება, რადგან ეს ჭიპლარის დახვევას შეუწყობს ხელს, ესეც ცრუ რწმენაა, რომელსაც ორგანიზმის მოწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ თუ მაინც ვივარაუდებთ, რომ არსებობს მოძრაობა, რომლითაც ქალი ხელს უწყობს ბავშვის ყელზე ჭიპლარის დახვევას, გაუგებარია რატომ არის ეს საშიში. ჭიპლარის ბავშვის ყელზე დახვევა ხშირი შემთხვევაა და დიდწილად არანაირ პრობლემას ეს არ ქმნის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

🇬🇪 თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 🥋

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ...

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეზე, წილის იძულებით გადაფორმების დროს, მინდობილობის გამფორმებელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე იკითხებოდა, კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კვაჭანტირაძის, როგორც მოქალაქის შეფასებით 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობაზე.„მაინტერესებს თქვენი აზრი არა, როგორც ადვოკატის, არამედ, როგორც მოქალაქის 2003-2012 წლამდე ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ ხართ სისხლის სამართლის ადვოკატი და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონოდათ. როგორი იყო ციხეებში მდგომარეობა 2003-2012 წლამდე და 20012 წლიდან დღემდე?კვაჭანტირაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012 წლებში საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი მდგომარეობა გამოსწორებულია.მაჭარაშვილი ადვოკატისგან ასევე დაინტერესდა თუ რა რეაქცია ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდებოდა მას თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან სხვა ადვოკატს შეუშვებდნენ.„იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი Iყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?ადვოკატი ირწმუნება, რომ მინდობილობის გაფორმების დროს ის მხოლოდ კლიენტის ინტერესებიდან გამოდიოდა. რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სიმძიმის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით გაიგო.

“მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ” – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პასუხის თქმა სულ არ არის ნაადრევი "გირჩისთვის", სადაც აცხადებენ, რომ მარათონისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ:"მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შენ უნდა წარმოიდგინო ზოგადად აპირებ თუ არა მოგებას არჩევნების გზით, თუ რამე უკეთესი გეგმა გაქვს და მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ეს არ გამოჩენილა. მაშინ როგორ შეიძლება საკუთარ თავს ურტყამდე და ამბობდე, რომ იცი რა, მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

შალვა პაპუაშვილი – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს, გვეცხოვროს ძლიერ საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნოვრუზ ბაირამს, ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გვეცხოვროს, მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში“ , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.მარნეულში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.პარლამენტის თავმჯდომარე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და აზერბაიჯანული ეთნოკუთხე. მარნეულში ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ბოლო სიახლეები