სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

შალვა პაპუაშვილი – 9 აპრილს იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ მითითებები მიგვეღო ტალინიდან, ვილნიუსიდან და ეკარნახათ ქართველი ხალხისთვის, ვინ აირჩიოს და როგორ განვითარდეს

9 აპრილს ვიბრძოლეთ სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძოლეთ, რათა ქვეყანა დაგვეხსნა საბჭოთა მოსკოვის დიქტატისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ მითითებები მიგვეღო ტალინიდან, ვილნიუსიდან და ეკარნახათ ქართველი ხალხისთვის, ვინ აირჩიოს და როგორ განვითარდეს.

„რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ 9 აპრილს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. 9 აპრილს გამოვედით და ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძოლეთ, რათა ქვეყანა დაგვეხსნა საბჭოთა მოსკოვის დიქტატისგან. ჩვენ იმისთვის არ ვიბრძოდით, მითითებები მიგვეღო ტალინიდან და ვილნიუსიდან. სამწუხაროა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებსაც, წესით, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ცენტრის ქედმაღლობა, მისი წარმოდგენით, პერიფერიის მიმართ, ახლა თავად რომ იქცევიან იმ სტილში, როგორც იქცეოდა საბჭოთა მოსკოვი თბილისთან, ტალინსა და ვილნიუსთან მიმართებაში, თავად რომ ემსგავსებიან საბჭოთა მოსკოვს, მგონი, ის მომენტია, როდესაც თვითრეფლექსია უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ სუვერენიტეტისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ტალინიდან გვკარნახობდნენ ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს და როგორ განვითარდეს. სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპი და თუკი რაიმე არ მოსწონთ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის საქციელში, არ მოსწონთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, თვითონაც ნუ დაარღვევენ და ნუ შელახავენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა

საქართველოში რაც ხდება, მე ყველაფერი ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, მის ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ.„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, საკნიდან დღეში 50 წერილს ვპასუხობ, რომლებსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე“ მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები“. მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ.მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც“ გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება. მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არცერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, ამჯერად კი კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.სწორედ ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსიც ჰქონდა. მის კანდიდატურას არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის, უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი.ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში კატარის დედაქალაქ დოჰაში მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად ჰარი კეინი დაასახელეს, ხოლო ქართველი ვარსკვლავის მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)საუკეთესო კლუბი (კაცები)„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)საუკეთესო კლუბი (ქალები)„ბარსელონა“ (ესპანეთი)„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)საუკეთესო მეკარე (კაცები)უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)საუკეთესო მეკარე (ქალები)კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობაა.შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ხელს შეუწყობენ სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სატრანსპორტო სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიურ სფეროსა და სატრანსპორტო სექტორს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და გაეცნონ სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, მათი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სპეციალისტების მომზადებას.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალისტების მომზადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა „ტრანსპორტი“, რომელიც სტუდენტებს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს აძლევს. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება სატრანსპორტო პროცესების მომსახურებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელთა მიზანი დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოს დაუკავშირონ, გაეცნონ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების სპეციფიკას და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ უშუალოდ დარგში მოქმედი კომპანიის საქმიანობის გაცნობით.თანამედროვე ურბანული ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს საინჟინრო ცოდნას, ტექნიკურ კომპეტენციებს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის, ისე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებისთვის.აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებასაც, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და მთიან რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთლმა.

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, - განაცხადეს უწყებაში.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“

ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებული და დაამტკიცებს, რომ ბრძოლა და ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფო განვითარებისთვის უნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო.„მუდმივად ჯახია, რომელიც ფინანსურად და პოლიტიკურად წახალისებულია ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“. ეს რეალობა შექმნეს და ამ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, არავის განცხადება არ გაუკეთებია. ყველა აპელირებს, თითქოსდა „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, რომ რუსეთი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აგრესიის განვითარება მოსალოდნელია. თითქოსდა ჩვენი ბრალია, რომ რუსეთს გარკვეული უპირატესობები აქვს სამხრეთ კავკასიაში და შეუძლია, ოკუპაცია აგრესიული გახადოს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არსებობს და არა „ნაცმოძრაობამ“. არცერთს არ გაუკეთებია განცხადება, რომ რევოლუცია არის რეალურად მცდელობა და საბოტაჟია ის ბრალდება, რომელიც არ ეკუთვნით. უნდათ, ცალ-ცალკე პარტიები იყოს განხილული. გამოვიდნენ და თქვან, რატომ წარმოუდგენიათ, თავისი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ გარეთ მყოფ სტრუქტურად, რომელსაც თურმე ცალკე უნდა წაუყენო ბრალდება. „ლელო“ არ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი ჰქონდა, გინდა ფინანსური და გინდა პოლიტიკური. არგუმენტი თუ აქვთ, თქვან. „ლელო“ არ ამბობს რატომ მონაწილეობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის დასანგრევად საბოტაჟში. ეს არის ერთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერში ერთად მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები