პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

შალვა პაპუაშვილი – ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები

ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის გამოსვლის ვიდეოს აზიარებს.

„ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება

ნაციონალური მოძრაობის

ევროპული საქართველოს

ლელოს

სტრატეგია აღმაშენებლის

გირჩი – მეტი თავისუფლების

ტვ მთავარის

ტვ პირველის

ტვ ფორმულას

სირცხვილიას
თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ ქართული ოცნება და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავისი მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი, რუსი მოდის და არიქა, ხალხო დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო).

ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.

P.S.: იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს, სირცხვილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეების შეჭრას ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე.პაპუაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ ბრიუსელი არ გმობს ძალადობრივ შტურმს.„მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ტერორს აგრძელებს, ჩვენთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში

რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებს უკრაინაში ცხოვრების ტერორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ კრივი რიჰზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან შეთანხმებების შესრულებაა.„დრონების ტალღამ კრივი რიჰი დაბომბა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებდა. დაფიქსირდა რაკეტებიც. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში არცერთი ღამე არ გასულა რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების გარეშე. სამიზნეების უმეტესობა ინფრასტრუქტურაა. სისტემური ტერორი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ამიტომ, უკრაინისთვის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, გაგვაძლიეროს, ომის დასასრულს აახლოებს. უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.როგორც უკრაინული მედია წერს, გვიან ღამით, რუსულმა ჯარებმა კრივი რიჰზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს. ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა, ათზე მეტი აფეთქების შესახებ განაცხად.

,,მოძრაობა შეიზღუდება” – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

17-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა  საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების  გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს.მედიის ცნობით, ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის რვა, ხოლო ინფორმაციის შენახვისთვის 10 ბრალდება აქვს წაყენებული.ბრალდების თანახმად, ბოლტონის მიერ თავის ორ ნათესავთან ელექტრონული შეტყობინებებით გაზიარებული ჩანაწერები მოიცავდა ინფორმაციას, რომელიც მან მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებიდან, უცხოელ ლიდერებთან საუბრებიდან და სადაზვერვო ბრიფინგებიდან მიიღო.როგორც მედია წერს, ბრალდებაში მოხსენიებული ორი ნათესავი ბოლტონის ცოლი და ქალიშვილია.ბრალის წაყენებას ეხმაურება თავად ჯონ ბოლტონი და აცხადებს, რომ ის დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია. მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, „ეფბიაი“-მ სრულად იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ და წინა ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.

დონალდ ტრამპი – „ტომაჰავკები“ ჩვენ აშშ-სთვისაც გვჭირდება, ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.„ჩვენ „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება – ბევრი მათგანი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით. არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი პირადი ურთიერთობის გამო, რუსეთ-უკრაინის ომი ადვილად მოსაგვარებელი ეგონა.

ბოლო სიახლეები