პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ერთგული ვრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ერთადერთი, რაც შეიძლება, გასაკვირი ყოფილიყო, იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება, ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს მხარს უჭერს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია და მტრულ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენთვის საზომი უკრაინელი ხალხია, რომელსაც გვინდა, იმ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ, რომელსაც გადიან. არავის გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით არ ვმოქმედებთ, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე ვმოქმედებთ. მივდივართ იმ ნაბიჯებით, რაც ჩვენს ინტერესებში ჯდება და ხელს არ უშლის მთავარ პრიორიტეტებს. ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად, რომ საქართველოში ცეცხლის რკალი დაენთოთ რუსეთის გარშემო და ჩვენ ვყოფილიყავით მარიონეტი, ისევე, როგორც უკრაინას იყენებს ზოგიერთი ძალა მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი.

„ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ მარტიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფიკიყავით და ახლა როგორც არის უკრაინასთან დაკავშირებით, ვაი-ვიშვიში ყოფილიყო, ფული საიდან გამონახავდნენ. რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს თუ ვერ ადებენ, გეგმა „ბე“ რა არის? ბელგიის პრემიერის განცხადება იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის აქტივებს თითი ვერავინ დაადო. ცუდი კი არ არის, ვერ აკეთებენ და ეს არის პრობლემა, გეგმა „ბე“ არ აქვთ. ამას თუ ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ, თავის ფულს ხარჯავენ? არ აპირებენ, თავისი ფული დახარჯონ. მათთვის, ვინც საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები არიან, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს მათი ქცევის მაგალითია. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ლიდერები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდ ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24 ქვეყნის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შეთანხმდნენ, გეგმა განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მათზე ფინანსურად არ იმოქმედებდა.ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში რუსული აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 210 მილიარდ ევროს შეადგენს, გაყინული დარჩება ვიდრე მოსკოვი უკრაინას ომის რეპარაციებს არ გადაუხდის. მოსკოვი ოდესმე ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, უკრაინას შეუძლია, ეს თანხა სესხის დასაფარად გამოიყენოს.„ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავი რუსეთისთვის, ეს იყო ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის პატრიარქმა წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა.მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ სავას ტაძრის ისტორიისა და იქ  დაცული უნიკალური სიწმინდეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ბორის ჯონსონი – ტყუილია პუტინის მტკიცება, რომ უკრაინაში ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი არასდროს ყოფილა

პუტინის მხრიდან ტყუილია  მტკიცება, რომ  უკრაინაში ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა, რადგან არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა.„ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების მომავლის შესახებ ყველა დებატი მდგომარეობს იმაში, როგორ ვპასუხობთ ამ პირდაპირ კითხვას. კერძოდ, გვაქვს თუ არა გამბედაობა, უზრუნველვყოთ უკრაინის როგორც თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადარჩენა? ახლა, როდესაც ჩვენ აქ შეხვედრას ვმართავთ, უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას და იღუპებიან, როგორც ჩვენ მათ მუდმივად ვეუბნებით, ჩვენი თავისუფლებისთვის, თუმცა არც ერთი დასავლელი ჯარისკაცი არ არის მზად, შეუერთდეს მათ ამ ბრძოლაში. ეს არის ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ და რუსეთმაც აღიარა 1991 წელს, რომლის უსაფრთხოება ნომინალურად იყო გარანტირებული 1994 წელს და, რომელიც არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა საფრთხეს ვლადიმერ პუტინის რუსეთისთვის. მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს. და პუტინის მხრიდან საძაგელი ტყუილია იმის მტკიცება, რომ ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა მაშინ, როდესაც ის თავად არის ექსპანსიონისტი, რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც დაისახა მიზნად უკრაინის დაპყრობა. მას ზარავს შედეგები, თუ უკრაინა აირჩევს გზას, რომელიც აშორებს მოსკოვს და მიჰყავს თავისუფალი, პლურალისტული, დემოკრატიული, დასავლეთ ევროპული იდენტობისკენ. სწორედ ეს სძულს მას, სწორედ ამის ეშინია და სწორედ ამიტომ შეიჭრა. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა იყო დაცული ნატო-ს მიერ ან უკრაინა აპირებდა ნატო-ში გაწევრიანებას, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ის არ იყო დაცული ნატო-ს მიერ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის აგრარული ბაზარი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N 96 მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი (ს/ კ 219982400), არაგეგმურად შეამოწმა, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე განცხადებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველის და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა.„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი, სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა.სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე.  ხაზი გაესვა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, პარლამენტთაშორისი დიალოგისა და ჩართულობის გააქტიურებისათვის. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები