ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი. საზღვრების ძალით შეცვლა არის შეუძლებელი დაუშვებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ.რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ტერიტორიული მთლიანობა – ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა ძალა არ აქვს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.