ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

შალვა პაპუაშვილი – შარშან, დეკემბერში პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან როდესაც ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე

არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ყველაფერი იყო წახალისებული გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. ამაზე ექნებათ ალბათ, თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ, შსს-მა, იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა იგეგმება სკოლებში სექტემბრიდან-რაც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

რა იგეგმება სკოლებში-სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინდა, ვიყო პაპი, ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი-დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ სურს, ახალი პაპი თავად იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ახალი პაპი თავად სურს, იყოს.ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ უნდა გახდეს, ახალი რომის პაპი.„პაპად? მე მინდა, ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი“, – აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.როგორც ტრამპმა განაცხადა, მას არ ჰყავს კონკრეტული რჩეული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი კანდიდატი, შესაძლოა, ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი იყოს.ცნობისთვის, მომავალ კვირას კარდინალები საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რათა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით, ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, არ ვიცი, ამჯერად საით, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი?...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები