კვირა, ივნისი 29, 2025

შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, ეს გერმანელებსაც ეხება

ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეს გერმანელებსაც ეხება.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მომავალ კვირას იქნება მიღწეული.აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კონგოსა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.„ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ. როგორც იცით, ჩვენ ვაწვდით ფულს და საკვებს ამ ტერიტორიაზე. ჩართული ვართ, რადგან ხალხი კვდება. ვხედავ ხალხს, რომელთაც არ აქვთ საკვები, არაფერი არ აქვთ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვაწვდით ამას. ძალიან ცუდია, რომ სხვა ქვეყნები არ ეხმარებიან. არავინ ეხმარება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაგო ხვიჩია – შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე, გქონდეს იმედი, ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება და საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის

ერთმანეთთან შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ, რაც ყოველთვის ადამიანურ მღელვარებას იწვევს.„ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რაღაც მგონია – ერთი, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და მეორე, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის ამ პრობლემაზე ლოგიკური მსჯელობა, თორემ, ისე, რასაკვირველია, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ და ყოველთვის ეს ადამიანურ მღელვარებას იწვევს, როგორც წესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, შიმშილობით რა შედეგი შეიძლება მიიღოს ელენე ხოშტარიამ, მედიამ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოს.„არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება მიიღოს ელენე ხოშტარიამ, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. მე მაინც მგონია, რომ, ერთი მხრივ, რეჟიმი გეგონოს რუსული, პუტინის მიერ მართვადი და თან რევოლუციას აპირებდე, გქონდეს იმედი, რომ ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება, საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის, ერთმანეთთან შეუსაბამოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, რევოლუციის გზა და ხელისუფლების დამხობა როგორ წარმოუდგენია, იაგო ხვიჩია პასუხობს: „სანამ რევოლუციურ კომიტეტში არ დამპატიჟებენ, არ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რევოლუციას აწყობს“.

ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე❤️მიყვარხართ ჩემო ქართველებო!!-ლაშა ბექაური

,,ვიცი რომ ქართველებს სხვანაირი სიყვარული შეგვიძლია ❤️და ამას ყოველ შემხვედრთან ვგრძნობ და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე❤️მიყვარხართ ჩემო ქართველებო!!❤️თქვენთვის მოვკვდები!!!-წერს ლაშა ბექაური.

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ქართველი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრას ელის – ატლანტას „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (ტევადობა – 42 500 მაყურებელი) ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება.ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „სიეტლ საუნდერსს“ გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი მიითვალა.

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 ივნისს ქუთაისში დღისით +22 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბოლო სიახლეები