კვირა, ივლისი 12, 2026

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხდებოდა ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს

ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო საბოლოოდ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული წარსულის სამართლებრივი შეფასების კონსოლიდაციისკენ, რაც უკავშირდება 2003–2012 წლებში საქართველოს ავტოკრატიული მმართველობის დრამატულ ცხრა წელიწადს, რომელსაც ორკესტირებდა და ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) სახელითაა ცნობილი. მათი დამანგრეველი საქმიანობა 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც მათ ოფიციალურად დაკარგეს ძალაუფლება და მეტასტაზირდნენ დღევანდელ პოლიტიკურ ბრძოლებში.

ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს. საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) დღესაც არა მხოლოდ დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად, არამედ ენმ-ც თავის პოლიტიკურ ოჯახის წევრ პარტიად ჰყავს“, – წერს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია.

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სააკაშვილის დიქტატურის არქიტექტორებს მნიშვნელოვან პოზიციებზე ტოვებს – ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურატურაშია, გია ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის სამსახურში, ეკა ტყეშელაშვილი და ლევან დუჩიძე – წამყვან დონორ ორგანიზაციებში. რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ნონა წოწორია – დღესაც მოლდოვაში მოსამართლეთა „ვეტინგის“ პროცესში მონაწილეობს. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ  „ვეტინგის“ სისტემის მიზანია არა ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, არამედ სააკაშვილის მორჩილი მართლმსაჯულების მსგავსი კონსტრუქციის ჩამოყალიბება“, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ სამაგიდო კვლევა არ ყოფილა; ჩატარდა 44 საჯარო მოსმენა, ჩვენება მისცა 139-მა მოწმემ და კომისიას წარედგინა 778 განცხადება.

„საჯარო მოსმენებზე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობებზე, წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, რომელიც დასავლეთის ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდა.

სხვა საკითხია 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მუდმივ მცდელობას მიმართავდა, რამაც ენმ ქართულ პოლიტიკაში ექსტრემისტულ სუბიექტად აქცია.

ქვემოთ მოცემული დადგენილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თავის დახურვისა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაში გადასვლისკენ, რასაც ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს, ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სეტყვა, წვიმა, ელჭექი…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

11 ივლისს - შაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში დღისით  ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +20, +25°,დღისით  25,  +30°;  მთაში ღამით  +16, +21°,დღისით  +23, +28°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან  ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.12 ივლისი -კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი.დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით  +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაშიღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი10-15 მ/წმ ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +27, +32°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით  +17, +22°, ზოგან +26°.13 ივლისს - ორშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაში ღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +29, +34°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +27, +32°;მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°, ზოგან +28°,

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში ჰენრი სეხუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.მერაბ დვალიშვილი და ჰერნი სეხუდო აქამდე ერთხელ ერთმანეთს UFC-ში შეხვდნენ და ის ბრძოლაც დვალიშვილმა მოიგო.აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მოიგეს.

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.

ბოლო სიახლეები