კვირა, სექტემბერი 7, 2025

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“, დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში

ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში უნდა აინტერესებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის კუთხით.

„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, ვნახეთ ყველამ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად იწერება – და ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა – აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციური, საკანონმდებლო თუ, სტატისტიკის მიხედვით, უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, წესით, უნდა აინტერესებდეთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, ევროკავშირს კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო. იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის ახალი კანონი და ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით. ხედავთ, როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან. მათ შორის, რეადმისიის მხრივ საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა. პოლიციის ატაშეები, რომელიც იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, არიან ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისიის მიერ დადებული ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევაც აჩვენებდა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებდა.

„რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგის. ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, მათ შორის ბრიუსელის ჩინოვნიკები. ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა ორგანიზაციის, სადაც ვნახეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს კორუფციის სიმცირით, კანონის უზენაესობის მაჩვენებლებით და ა.შ. ყველა ამ მაჩვენებლებით კანდიდატ ქვეყნებს რომ ვუსწრებთ ყოველთვის, ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმა არის და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას აჩვენებს. თქვენ ახლახან ნახეთ, ბერლინში როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათრევდნენ მონაწილეებს და ძალადობდნენ მონაწილეებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში თუ სხვა დედაქალაქებში პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს და ეს ვნახეთ, რომ ლამის ნორმად იქცეს ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გუნდი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გასამართ ტურნირზე გამოსვლას 13 სექტემბრიდან დაიწყებს.ნაკრების წევრები:57 კგ – რობერტ დინგაშვილი61 კგ – გიორგი ღონიაშვილი65 კგ – გოდერძი ძებისაშვილი70 კგ – აკაკი ქემერტელიძე74 კგ – გიორგი ელბაქიძე79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი92 კგ – მირიან მაისურაძე97 კგ – გივი მაჭარაშვილი125 კგ – სოლომონ მანაშვილიწონითი კატეგორიები დღეების მიხედვით:13–14 სექტემბერი – 61, 70, 86, 125 კგ14–15 სექტემბერი – 57, 74, 79, 92 კგ15–16 სექტემბერი – 65, 97 კგ

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია მოშლილია, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით ხმების 60%-ზე მეტის მიღებას

რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, კვლევითი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეიტინგებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ ქალაქებში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.„ჩვენთვის მთავარია ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, ამაზე რა რეაქციები იქნება, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. მთავარია, რომ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც გამოხატავს ჩვენს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირ-ის მიმართ და, ზოგადად, არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ. რაც შეეხება სხვების რეაქციებს, ეს არც წარსულში გვაინტერესებდა და არც ახლა გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში. აქამდე მათ თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე.დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი – „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და მეორე ნაწილი – ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს. გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს, გამომდინარე იქიდან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენც გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში დღეს ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს. შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ჩვენ მივიღეთ 54.5%, ახლა ველით 60%-ზე მეტის მიღებას. ასევე, თბილისის შემთხვევაში, ქალაქების შემთხვევაში, ველით, რომ ყველგან მოვიგებთ პირველივე ტურში მერის არჩევნებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის არა მხოლოდ რეალური, არამედ შემდგარი ფაქტი იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა  კობახიძემ.

ზურიკო დავითაშვილი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში არ გავიმეოროთ

ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ გამართულ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.„ასეთ დროს ძალების აღდგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე ბულგარეთთან ხვალინდელი მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე არიან.ბუნებრივია, თურქეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში არ გავიმეოროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დონალდ ტრამპმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც უკანონოდ აკავებენ აშშ-ის მოქალაქეებს.ტრამპის განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ან სხვა ზომები მიიღოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიენიჭებათ „აშშ-ის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხარდამჭერი სახელმწიფოს“ სტატუსი.თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება შექმნილია „აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავებისგან დასაცავად და იმ უცხო ქვეყნების  მთავრობების წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისათვის, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ“.აშშ-ის მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შესახებ, თუმცა Foley Foundation-მა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა, აღნიშნა, რომ 2024 წელს, სულ მცირე, 54 ამერიკელი უკანონოდ იყო დაკავებული 17 ქვეყანაში.სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში ბრძანებას უწოდა „უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ახალ საფასურს დააკისრებს მათ, ვინც უკანონოდ აკავებს ამერიკელებს საზღვარგარეთ“. რუბიოს თქმით, აღნიშნული სტატუსის მქონე ქვეყნებს შესაძლოა, დაუწესდეს ეკონომიკური სანქციები,ასევე სავიზო შეზღუდვები ან შეუწყდეს საგარეო დახმარება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტატუსი შექმნილია „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს“ კლასიფიკაციის ანალოგიით.თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ვრცელდება არასახელმწიფო სუბიექტებზეც, რომლებიც „მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ“, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ ოფიციალურად არ აღიარებს მთავრობად.

წვიმა, ელჭექი და სეტყვა – ხვალიდან ამინდი გაუარესდება, რამდენ ხანს გასტანს უამინდობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნო­ბით, 7 სექ­ტემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 8 სექ­ტემ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, დრო­გა­მოშ­ვე­ბით ზო­გან ძლი­ე­რი.მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა.”სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა – გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს – საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბოლო სიახლეები