საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას ეხმაურება.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივი მოსაზრება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც, უკვე ორი თვეა, ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს შალვა პაპუაშვლი.

