ორშაბათი, აპრილი 28, 2025

შალვა პაპუაშვილი – საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა.

„მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს; უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს; ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს; ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია; ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება – „ქართული ოცნებაა“.

შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება.

„მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წყალი, რომელსაც დედოფლები იყენებდნენ-არუნ ხათრი

ბზინვარე თმისა და სუფთა კანის საიდუმლოს არუნ ხათრი ამხელს. ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი ამბობს, რომ ამ მეთოდს დედოფლები და ძირითადად, აზიელი ქალები მიმართავდნენ. ეს არის ბრინჯის წყალი.როგორ უნდა მოამზადოთ და როგორ გამოიყენოთ, ამას დეტალურად ვიდეოში ნახავთ ↓

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები (მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი) შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგო კობერიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობერიძეს სახის...

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობერიძეს სახის ძვლის მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული და არც მაღაროების ამუშავების ჯგუფს აძლევენ ობიექტზე შესვლის საშუალებას, ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც. არსებული ინფორმაციით, თენგო კობერიძის ცემაში მონაწილე პირები არიან: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, მოსახლეობის, დასაქმებულების, პროფესიული კავშირების და სახელმწიფოს ჩართულობით, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, არსებობს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ.არსებული ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების ჩასაშლელად, დაახლოებით 10-კაციანი რადიკალურად განწყობილი მაღაროელთა ჯგუფი ადგილობრივების დაშინებითა და აგრესიული ქცევით გამოირჩევა. ცნობილია ისიც, რომ ამ ჯგუფის წევრებს ფულადი კომპენსაციებიც აღებული აქვთ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა. პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.თავდაცვის უწყების ცნობით, ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.პაატა პატიაშვილმა ტამაშ ვარგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესი გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან უნგრული მხარის მიერ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში საქართველო- უნგრეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.„ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს.მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.სააკაშვილის თქმით, წარმატებებს უსურვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას.„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები