ორშაბათი, იანვარი 6, 2025

შალვა პაპუაშვილი – საქართველო 2030 წელს ევროკავშირში წევრობისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება, რამდენად დაინახავს ამას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა, ეს ჩვენს ხელში არ არის

საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის, რამდენად დაინახავს და ობიექტურად შეაფასებს ამას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა, ეს ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიკერძოებაც არ არის უცხო ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ელიტაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2028 წლამდე საქართველოს თითქმის სრულად ექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებები.

„მაშინ, როცა ჩვენი კარი ევროპისთვის ჩარაზული იყო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, როცა არანაირი პერსპექტივაც კი არ ჩანდა ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მოწინავე ქვეყანა ვართ მისი შესრულებისა და ქვეყნის დაახლოებისა ევროპულ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ სივრცეში. მე ასევე შეგახსენებთ, ყველა კვლევით, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშითაც, საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც. საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, არამედ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც. ასე რომ, საქართველოს თავის გზას ევროპისკენ აგრძელებს. 2028 წლამდე ასოცირების 90 პროცენტი გვექნება შესრულებული და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე უფრო მომზადებული ქვეყანა. 2030 წელს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის. რამდენად დაინახავს და ობიექტურად შეაფასებს ამას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა, ეს ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიკერძოებაც არ არის ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ელიტაში“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი – რა დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით?

ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე - პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც რუს ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად. თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა.   უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. "მთავარისთვის" ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები - 2 პირი - ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის – ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ – ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში...

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ხან­ძა­რი ჩო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო. “უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. მას საწ­ვა­ვი აე­რია და ნავ­თის ნაც­ვლად ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ბენ­ზი­ნი აალ­და, აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გად, ში­შის­გან ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი ესხა. შემ­დეგ კი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და გააპროტესტეს კანონი, რომლითაც მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა

პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია - პერფორმანსი იმ "უსამართლო და უგუნური" კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი პროტესტს მაინც გააგრძელებენ. აქციის მონაწილეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირს პერიოდულად ხელს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიხეილ ყაველაშვილი – შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს. „ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.  

ნაიჯელ ფარაჯი – ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია

ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია, – ამის შესახებ ბრიტანეთის „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ მან იყიდა „ტვიტერი“, ახლა რეალურად გვაძლევს ადგილს, სადაც ჩვენ გვაქვს სათანადო ღია დებატები ბევრ რამეზე. „ფეისბუქი“ და „მეტაც“ კი ახდენენ ადაპტირებას ახალ სამყაროში“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა. „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა დაიცვა ილონ მასკი მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო „ბრიტანეთის გაუპატიურების თანამონაწილე“, როდესაც მან ვერ შეძლო გაუპატიურების ჩამდენი ბანდების სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის სამსახურის ხელმძღვანელმა 2008 წელს. პარალელურად, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რეფორმის“ პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება, რადგან ნაიჯელ ფარაჯს არ გააჩნია საჭირო უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ ფარაჯი და კონსერვატორები ეთანხმებიან მასკის მოწოდებებს კრიმინალური ბანდების სკანდალის ეროვნული გამოძიების შესახებ, გაჩნდა განხეთქილება ამერიკელ მილიარდერის მიერ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდაჭერის გამო, რომელიც ამჟამად იხდის 18-თვიან პატიმრობას სასამართლოს უპატივცემულობისთვის. მასკმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე აქტივისტს და ამტკიცებდა, რომ რობინსონი „სიმართლეს ამბობდა“ ბანდების შესახებ. რობინსონის მხარდაჭერის შესახებ კითხვაზე, ფარაჯმა განაცხადა: „ის ხედავს რობინსონს, როგორც ერთ-ერთ ამ ადამიანთაგანს, რომელიც იბრძოდა ბანდების წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ ტომი რობინსონი ციხეშია არა ამის გამო, არამედ სასამართლოს უპატივცემულობის გამო.

ბოლო სიახლეები