სამშაბათი, აპრილი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სალომე ზურაბიშვილის ტერმინოლოგია აჩვენებს, რომ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა, არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უბრალოდ ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ,  იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა, მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნახეთ,ყველა ის ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება!

საქართველოში ახალი ცვლილებები ამოქმედდა.დღეიდან საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.დღეიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება.1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.დღეიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც. უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.დღეიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდებასაჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.აპრილიდან საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებითსაქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს. კერძოდ, 9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან ციურიხის მიმართულებით შეასრულებს. ამ ეტაპისთვის, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. 1-ლი აპრილიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს easyJet UK ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ასევე 1-ლი აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ფრენებს easyJet Europe Airline GmbH მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე. ამასთან, 29 აპრილიდან აღდგენა ფრენები ქუთაისი-მადრიდის მიმართულებითაც. კერძოდ, Wizz Air ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ცნობისთვის, ამ მიმართულებაზე რეისები „ვიზეარმა“ 2024 წლის მარტიდან გააუქმა.

დაგროვებითი პენსია 20 ათასმა პირმა გაიტანა – ჯამურად 70 მილიონი: ნახეთ, დეტალები

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, სააგენტოს ამჟამად, დანაზოგის სახით 6 მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები აქვს.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს, სააგენტოში 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შევიდა.„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო. 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შემოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ დანაზოგის სახით ექვს მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები გვაქვს. მათ შორის, ამონაგები არის მილიარდ ნახევარზე მეტი. უკვე ისარგებლა დაახლოებით, 20 ათასმა პენსიონერმა, რომელმაც პენსიის სახით დაინიშნა და გაიტანა. დაახლოებით, ეს თანხა ჯამურად, 70 მილიონ ლარს შეადგენს.ასევე, ჩვენ საზოგადოებას გავაცანით ის ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის პირველი მაისიდან შედის ძალაში. მოგეხსენებათ, კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ხელფასის გაცემის დროს, საპენსიო დეკლარაცია მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციიდან წამოვა.შესაბამისად, აქ დამსაქმებელი ვალდებული იქნება, რომ საპენსიო სააგენტოს თავის კუთვნილ ანგარიშზე ჰქონდეს ბალანსის სახით, რომ ეს დეკლარაცია დაიხუროს. დანარჩენი სისტემა იქნება ავტომატური და სისტემა მათ დეკლარაციებს დახურავს. თუ დეკლარაციის დახურვა ვერ მოხდება, ესეც ავტომატურ რეჟიმში გადავა და ჯარიმისა და საურავის დარიცხვის საფუძველი იქნება. კერძო სექტორთან და ბიზნესასოციაციებთან გვქონდა კომუნიკაცია.ასევე, პირველ მაისამდე არსებულ სისტემებზე ჩვენ გამარტივების მიზნით შევქმენით წლიური დეკლარაცია, რომ ერთი დეკლარაციის საშუალებით წინა წლების კორექტირება, დამატება ან ახალი დეკლარაციის შექმნა მოხდეს მხოლოდ, ერთი მარტივი დეკლარაციით. კანონში განხორციელებული ცვლილებით, 2024 წლის პირველი ივნისიდან საპენსიო სააგენტო გახდა ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენ მონიტორინგის დეპარტამენტი შევქმენით. ძველ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე ჩვენ მონიტორინგი უკვე დავიწყეთ. კომპანიებს უკვე ვამოწმებთ. ძალიან ბევრი კომპანია დადებითად გამოეხმაურა ამ ფაქტს და ძველ დეკლარაციებს ასწორებენ. ასევე, ჩვენ შევქმენით შედარების ფუნქციონალი. ჩვენთან არსებული ხელფასების განაცემი დარდება შემოსავლების სამსახურში არსებულ განაცემის ხელფასს და შესაბამისად, მარტივად შეუძლიათ კორექტირება. ასევე, პროცესია გაწერილი ამ მონიტორინგთან დაკავშირებით და ერთთვიანი ვადა აქვთ, როდესაც შეუძლიათ განიხილონ ან კომენტარები მოგვწერონ არსებულ ოქმთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის შემდეგ ხდება დაჯარიმება. საურავი ამოქმედდება პირველი მაისიდან. მაგრამ ახლა არსებობს ჯარიმა და თუ ჯარიმა და ის ვალდებულება, რაც მონაწილის მიმართ არის, არ გამოასწორა, გადავა მერე აღსრულების ეროვნულ სააგენტოსთან და ის იქნება პასუხისმგებელი.დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს პროცესი ახალი დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა, რომ კერძო სექტორის დამსაქმებლები შევაშინოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ მონაწილის ინტერესი იყოს დაცული და ის მთავარი ვალდებულება, რაც აქვთ, შეასრულონ. წელს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გადავალთ.ერთი მხრივ, 2025 წლის ცვლილება პირველი მაისიდან, ხელს შეუწყობს რომ უკვე ნაკლები შეცდომა განახორციელონ და კომპანიებმა თავი ნაკლებად აარიდონ. სრულად ავტომატიზებული სისტემა იქნება დეკლარაციის დახურვიდან, თუნდაც არ გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან და საურავის დაკისრებიდან“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ლოცვა მშვიდობისთვის!

ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყოველმა ჩვენგანმა ვილოცოთ მშვიდობისთვის. ამ ყველაფრის შესახებ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც მიგვითითა და მოგვცა კურთხევა, რომ აუცილებლად ვილოცოთ მშვიდობისთვის… ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ლოცვას, რომელიც მშვიდობის დადგომასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება: „ უფალო მე არ ვგრძნობ, რომ ეს სამყარო ჩემი სახლია, სასოწარკვეთილი ვარ შენი თავშესაფრისთვის. ჩემს გასაჭირში შენთან შესახვედრად გავრბივარ და მჯერა, რომ ჩემთან ხარ. მე ვლოცულობ, რომ მშვიდობამ, რომელიც მოდის გაგებით, დაიცვას ჩემი გული და გონება იესო ქრისტეს მეშვეობით. მე გაძლევ ყოველგვარ ზრუნვას, რაც ამქვეყნად მაქვს, ღმერთო, იმიტომ, რომ შენ ზრუნავ ჩემზე. ჩემს აზრებს შენკენ მოვმართავ, უფალო ,რადგან შენ ხარ ჩემი შვიდობა. დაამშვიდე მოუსვენარი ხმები ჩემს თავში და გულში შენი სულით… ვიცი, რომ ჩემთან ხარ. ნება მომეცით ვიგრძნო შენი სიმშვიდე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში. მადლობა უფალს ყველაფერზე… უზენაესი იესოს, ჩვენი მშვიდობის მთავრის სახელით ვლოცულობ, ამინ…“

🎥„სერგი კაპანაძე, ბათუ ქუთელია ომის შემდეგ საუბრობდნენ, რომ მათ კასეტური ბომბები გამოიყენეს, ეს რამდენად შედის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში, ასეთი განცხადებების გაკეთება?!“ – პაატა დავითაიას...

„სერგი კაპანაძე, ბათუ ქუთელია ომის შემდეგ საუბრობდნენ, რომ მათ კასეტური ბომბები გამოიყენეს, ეს რამდენად შედის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში, ასეთი განცხადებების გაკეთება?!“ -  ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე  გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია პასუხობს. 

პაატა ბურჭულაძე – ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ, 8 აპრილს შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ

შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ, 8 აპრილს შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.„ჩვენ ასე თუ გავაგრძელეთ და ეგეთი ტემპებით თუ ვიარეთ წინ, მალე ქვეყანა აღარ გვექნება და ვიქნებით სადღაც გადაკარგულში. გამოვდივარ წინადადებით, გადაეცით ყველას, ვინც ხართ მომხრე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ, ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ. ამიტომ მე შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ 8 აპრილამდე. 8 აპრილს შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბოლო სიახლეები