პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

შალვა პაპუაშვილი – საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

საგანგაშოა, როდესაც ბრიტანეთის ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ორმაგად საგანგაშოა, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის სტუდენტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაზიანებულია და „ქართული ოცნების“ მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციასთან მიმართებით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგა“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა, როდესაც ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირადად არის ჩართული.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორმაგად არის საგანგაშო, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით.

წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ „ბიბისიზე“, ბრიტანულ ტელევიზიაზე, სადაც ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში – ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, რა თქმა უნდა, გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ოთხი ტანკერი, მათ შორის 2002 წელს აგებული H. Constance და 2003 წელს აგებული Lattafa, პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დანარჩენი ორი კი კუკის კუნძულების და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ.სანქციები დაუწესდათ ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, ძმისშვილებს, რომლებიც ნარკოგარიგებებში მონაწილეობის გამო 2016 წელს ჰაიტიში დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას. შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე...

"_ პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა.. თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში... შენზე ძლიერის წინაშე კი არასოდეს იკადრო Მუხლზე დადგომა.. Გახსოვდეს, სიტყვა "ადამიანი" ზოგჯერ "ღვთის ხატის" მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ "ცხოველის ხატისა"... კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამქვეყნიდან.. ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე... ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე... ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს ვარიდებთ მათ... ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა"მამა გაბრიელი

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს ოთახიდან გაიპარა და კარადის ქვეშ მოჰყვა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრეს...უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.წყარო: „ქართლის ამბები“

დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს.უწყების ცნობით, დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბოლო სიახლეები