ორშაბათი, მაისი 26, 2025

შალვა პაპუაშვილი – როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის

როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ლიეტუვის საელჩოს ბოდიშსაც არ მოიხდის.

„18.02.2021 – ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.

24.05.2025 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ სამი წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი. ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის“, – წერს პაპუაშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვაშინგტონის მერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.

ჯარიმა 5 000 ლარამდე და პატიმრობა 7 წლამდე – ცნობილია, ვისთვის გამკაცრდა კანონი

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებაზე, ასევე გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე ასახულია.შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებიდან გამომდინარე განისაზღვრება როგორც ჯარიმის მოცულობა, ისე პატიმრობა.უფრო კონკრეტულად, „დაცული ტერიტორიებისა და მათ საზღვრებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება(მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ხოლო მისი განმეორებით ჩადება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (განმეორებით ჩადენა 1000 ლარის ოდენობით);სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა, ან მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით (მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით).რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟი – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;იგივე ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე;სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;ცნობისთვის, მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“ოქროს მედალს სულ სხვა გემო აქვს” – სანდრო ბაზაძე

მსოფლიო თასის ფინალში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა - 258 სპორტსმენს შორის პირველობა ქართველმა მოფარიკავემ დაისაკუთრა."რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სპორტსმენი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ხმლით დაწეროს გამარჯვების ისტორია. მისივე თქმით, რთული პერიოდის შემდეგ ეს გამარჯვება იყო მტკიცებულება იმისა, რომ რწმენა, შრომა და თავდადება კვლავაც იმარჯვებს მსოფლიო ასპარეზზე.სანდრო, რა იყო პირველი ფიქრი იმ მომენტში, როცა გაიაზრეთ, რომ ოქრო თქვენი იყო?- ოქროს მედალი მაინც სულს სხვა გრძნობა არის და ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ აქტიურ სპორტს დავუბრუნდი. შრომა ისევ ფასდება, ჩემს თავში რწმენა უფრო მიბრუნდება და კიდევ ვაგრძელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას.ეს გამარჯვება სხვა გამარჯვებებისგან განსხვავებული ემოციის მატარებელი იყო?- ძალიან ბევრი სირთულის შემდეგ ეს პირველი შეჯიბრებაა, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე და რაღაცნაირად უფრო გახარებული ვარ, ჩემი თავის იმედი დამიბრუნდა - ვიბრძვი კიდევ დიდი წარმატებებისთვის.იყო მომენტები, როცა ეჭვი შეგეპარათ საკუთარ ძალაში? - სპორტი რთული რამ არის, კარიერაში იმედგაცრუება, გულისტკივილი - ყოველთვის არის ეს ყველაფერი და არის მსგავსი რაღაცები. შენს თავშიც შეგეპარება ეჭვი, ბევრ სხვა ადამიანშიც, მაგრამ ეს არის გამოწვევები, უნდა გავუძლოთ და არასდროს უნდა ჩავიქნიოთ ხელი, ყოველთვის უნდა ვიყოთ მიზანდასახულები, შრომის მოყვარულები და ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ ცხოვრებაში.  ეს ოქროს მედალი ორმაგად და სამმაგად დასაფასებელია, იმიტომ, რომ ნამდვილად რთული პერიოდი გამოვიარე და კიდევ დავამტკიცე, რომ მე შემწევს ძალა ჩემი სახელი კიდევ გავიტანო მსოფლიო ასპარეზზე და მრავალჯერ გავაკეთებ კიდევ ამას. ვცდილობ ყოველთვის ვიყო გაწონასწორებული, პატივი ვცე ჩემს მოწინააღმდეგეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პროფესია, ამით ვცხოვრობ. გქონდათ თუ არა კონკრეტული ტაქტიკა შემუშავებული, რომლითაც ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდით?- საერთოდ ეს შეჯიბრება არის ძალიან რთული - მსოფლიო თასი, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ჩამოდის, 258 სპორტსმენი მონაწილეობდა და პირველობა, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ძალიან ისეთია რა... ხანდახან, რომ დავუფიქრდები ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. მზად ვიყავი ამ შეჯიბრებაზე და ვინც არ უნდა შემხვედროდა, ჩემი აზრით, ყველა მოწინააღმდეგესთან ჩემს საკეთილდღეოდ დამთავრდებოდა ორთაბრძოლა.

📷26 მაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.საქართველოს დროშის ფერებში განათდა ინდოეთში, დელიში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ქათაბ მინარი“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ქათაბ მინარი არის 73 მეტრის სიმაღლის წითელი აგურით აშენებული კოშკი დელიში, აგებული 1193 წელს ქუთბ-უდ-დინ აიბაქის მიერ.ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონიც.ამასთან, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ.ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა.საქართველოს დროშის ფერებში განათდა აგრეთვე კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიის მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი. ასევე, საქართველოს დროშის ფერებში განათებულია ცნობილი არქიტექტორის ZAHA HADIDI-ს მიერ დაპროექტებული ცენტრალური პარკი (Elevtherias Square).

🎥ნიკო ფალიანის დის ემოციური პოსტი და ვიდეო, რომელიც ძმას მიუძღვნა

უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა. მას ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.ნიკა ფალიანს ვიდეო მიუძღვნა დამ, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარა.„ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სილამაზის, რომელიც მე შენთან შეხვედრის შემდეგ ვიხილე, არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება“,- წერს ნიკა ფალიანის და.ნიკა ფალიანს სამშაბათს დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები