პარასკევი, ივლისი 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს იდეებს და იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, ყალბი დილემებით საზოგადოება იგივე მდინარეში შეიყვანონ

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერცერთ იდეას და ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დილემებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტია და აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევით დასახელებული თარიღი.

„სინამდვილეში, ეს არის შანტაჟი ახლა და არა გადაწყვეტილება. არ მგონია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, თუმცა შანტაჟის ინსტრუმენტია. როგორც ჩვენ შარშან ვნახეთ შანტაჟი, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილებებს, რომ შეჩერდეს რაღაც პროცესები და ა.შ. კასკადი მთელი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არჩევნების წინ ხდებოდა, ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი ქართველ საზოგადოებაზე, რომ ნების ფორმირებაზე მოეხდინათ ზეგავლენა არჩევნების წინ. ახლაც არის ზუსტად იგივე პროცესი. აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევითი თარიღი. სექტემბერში იქნება ძირითადი ფაზა წინასაარჩევნო პერიოდისა, კამპანიისა და ვხედავთ მათ შორის რადიკალების განცხადებას არევასთან, დამხობებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი და იგივე სცენარის ნაწილი. ვინაიდან ხედავენ, რომ ვერცერთ იდეას რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს, ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ ყალბი დილემებით არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალგაზრდული პარალიმპიური ნაკრებისთვის პირველი მედალი მოიპოვა.დღესვე ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი – პარამოცურავე ზაკო მუშკუდიანი იასპრეზებს.

კახა კალაძე – ვინც გვლანძღავდა, რატომ იძულებით არ გავიყვანეთ სადგურის მოედანზე მცხოვრებლები, დღეს უტიფრად აცხადებს, რომ მეოთხე კატეგორიის შენობებიდან შეჭრილი ხალხის გაყვანა დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა, თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 17 პირია დაკავებული

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით არიან დაკავებულები.არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.მაკრონი მშვიდობისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა.„აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის მიღწევა, რომ დემილიტარიზების მიღებისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ ხელი შეეწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას.ალტერნატივა არ არსებობს. ფრანგებს მშვიდობა სურთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენზეა დამოუკიდებული, ფრანგებზე, ისრაელელებთან, პალესტინელებთან, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი – მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო სიახლეები