კვირა, სექტემბერი 27, 2026

შალვა პაპუაშვილი – მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობისას ვუსურვებ ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ერთგულებას, ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის

საქართველოში დღეს ისტორიული დღეა, სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა.

„ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან, გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლად არჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება.

მთავარი, რაც მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ირანს სურს ნებისმიერი მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანელები დათმობაზე წავიდნენ ბირთვულ საკითხში. ,,მათ წინადადება წამოაყენეს, და მე ის უარვყავი,” - განაცხადა ტრამპმა. ერთი-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც აქამდე იყო, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს ,,პოზიტიური და კონსტრუქტიული” განხილვები, მათ შორის ბირთვულ საკითხზე. ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ერთ კვირაში, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობის გაყოდვაზე სანქციებს გააუქმებს და მთელ რეგიონშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. Axios-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, 22 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ გააგებინეს, რომ ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ამიტომ არ შეუძლია მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წამოყენება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება

ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.

ვილი სანიოლი – ძვირფასო საქართველო, ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით – მთელი გულით...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.„ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. 

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა. დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და  ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები