პარასკევი, ივლისი 18, 2025

შალვა პაპუაშვილი – ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ, ბრიუსელის მითითებებით რომ გვემოქმედა, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არავინ დააყენებს.

„ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ როცა 2021 წელს მოლდოვა 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა „კოვიდით“ გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.

მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვისაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.

მაშ, რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდით ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?

პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს – საქმე, სავარაუდოდ, „ქოლცენტრს“ უკავშირდება

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.„სტარ აიტი“ აკადემიაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ოფიციალურად IT მიმართულებით მუშაობს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.„ბევრჯერ იყვნენ მოსულები, ვერსია თავიდანვე ასე ითქვა, რომ „ქოლ-ცენტრია" ადგილზე განთავსებულიო. სულ ახალგაზრდა რუსი გოგო-ბიჭები დადიან ოფისში, „აიტიშნიკები“, ხან მანქანით მიჰყვათ-მოჰყვათ", - ამბობს ადგილობრივი.

ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქუჩაში, კვერცხი იმ დროს ესროლეს, როდესაც ის „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.ინციდენტის შემდეგ მასსა და თავდამსხმელს შორის როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ტერიტორია დატოვა.„ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. პასუხი მიიღო. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ადვოკატი, პასტა და ფურცელი მოიმარაგოს, აღარ ვაპირებთ, გავატაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც) ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი, პასტა და ფურცელი მოიმარაგოს. მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და… მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იმავეს აკეთებდა ხოლმე „ვივამედის“ კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია ან კიდევ თავად ბაიყუშს არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი, მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ. მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვარდა, იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!). ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელად დავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა. ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პაუსიხსმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში „ნაცების“ დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი.გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს?“ ჰოდა, დღეს მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმისშვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ასე შემდეგ მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, ერთი პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ასე შემდეგ. ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი? აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე? ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი….“ – წერს თეა წულუკიანი.

ბარბარიკას ბოლო კლიპი-ჩვენ ვეღარ დავასრულებთ… მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ – ბარბარიკოს ბოლო სურვილი, 27 000 ლარი ბავშვის სიცოცხლისთვის სრულად გადაირიცხება გულის მანკით დაავადებული ბავშვის,...

,,ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ ბოლომდე და ყურადღებით. ეს ბარბარიკას ბოლო კლიპია, რაც ვერ დაასრულა. ბევრი ვიფიქრეთ რა უნდა გვექნა, ჩვენ ახლა ვერაფერს დავასრულებთ. ამიტომ ამ ვლოგით გეუბნებით, რომ ვისაც გჭირდებათ და ელოდებოდით, დაბადების დღის აქციები დაიწყო. მაგრამ წელს ბარბარეს ხსოვნის პატივსაგებად ვერც კლიპი გვექნება და ვერც ის უამრავი ვიდეო, რაც ბარბარესთან ერთად გადავიღეთ დაბადების დღის აქციებზე.... ასევე კლიპის არსი იყო ქველმოქმედება, რომ ჩვენ ვიყავით ვიშლისთის 9 ჯინი და მეათე უნდა ყოფილიყავით თქვენ. ამიტომ ჩვენი ბარბარეს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, 31 ივლისამდე შემოსული გაყიდვებიდან 27000 ლარი, რამდენი წლისაც იყო ჩვენი გოგო, მოხმარდება გულის მანკით დაავადებული ბავშვის, ან ბავშვების მკურნალობას. მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ჩვენი წუხილის გაზიარებისთვის''-წერს ვიშლისთი 

ესტონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს კიდევ 19 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს

ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სასანქციო სიაში მოხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის ყოფილი უფროსი.„ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“, – ნათქვამია ესტონეთის სგაარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში.ესტონეთმა, ჯამში, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს 102 მოქალაქეს დაუწესა. იმ 19 პირს შორის, რომელსაც ესტონეთმა დღეს სანქციები დაუწესა არიან: ნინო გალუსტაშვილი, გიორგი გვარაკიძე, ალუდა ღუდუშაური, ილია ინჯია, ირაკლი ქადაგიშვილი, ანი ხუბეჯაშვილი, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, მარი მეშველიანი, ვიქტორ მეტრეველი, ჯვებე ნაჭყებია, ნინო სახელაშვილი, პაატა სალია, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შვანგირაძე, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე, სულხან თამაზაშვილი, ნათია თათიაშვილი.

ბოლო სიახლეები