ორშაბათი, აგვისტო 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუციის მიღების დღიდან დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო

დღეს საქართველოში დიდებული დღეა, გვაქვს პატივი, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1995 წლის 24 აგვისტო იქცა წყალგამყოფ თარიღად, როდესაც დასრულდა საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის საუკუნე და დაიწყო, დაიბადა ახალი რესპუბლიკა, შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომი თაობების თავისუფალ ცხოვრებას.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღება ყველა ერის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა.

„ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი. ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია.

ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია. ამ დღიდან დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებით, კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა.

„იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა – ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა. მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა, უპირველესად, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი. ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას.

„ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აიათოლა ალი ხამენეი – ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია

ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.ხამენეის თქმით, თეირანი არასდროს დაემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას.„მათ სურთ, რომ ირანი დაემორჩილოს ამერიკას. ირანელი ერი მთელი თავისი ძალით დაუპირისპირდება მათ, ვისაც ასეთი მცდარი მოლოდინები აქვთ. ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ არ გამოვაქვეყნოთ ლოზუნგები აშშ-ის წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია“, – აღნიშნა ხამენეიმ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, თავდაპირველად, ადგილობრივმა გამოცემა "გურიის მოამბემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის დინებამ წაიღო.მომხდარზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 146-146 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე დაიბრუნა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები.როგორც რუსეთში აცხადებენ, გათავისუფლებული ტყვეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს რუსეთში ჩაიყვანენ, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას თავდაცვის უწყების სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.რუსეთში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯეი დი ვენსი – იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება

იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა ოპტიმიზმი გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიპლომატიის მიმართ.„ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ენერგიულ დიპლომატიაშია ჩართული, რათა მკვლელობების შეჩერება სცადოს. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ამით უნდა იამაყოს, რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი. დასრულდება ომი სამ თვეში თუ ექვს თვეში – იმედი მაქვს, რომ არაუმეტეს ექვს თვეში – ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას. ზოგჯერ გვგონია, რომ რუსებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსებით. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ამის მისაღწევად გვჭირდება და არ მგონია, რომ ეს ერთ ღამეში მოხდეს“, – განაცხადა ვენსმა.მისი თქმით, მკვლელობების შეჩერება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა რუსები და უკრაინელები რაიმე შუალედური პოზიციის პოვნას. ამასთან, ვენსის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნახეს გარკვეული სახის დათმობები როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთისგან.„ჩვენ გვჯერა, რომ უკვე ვნახეთ ორივე მხარისგან მნიშვნელოვანი დათმობები, სულ რაღაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მე არ მითქვამს, რომ რუსები ყველა დათმობაზე წავიდნენ. მაგრამ რაც მათ დათმეს, არის აღიარება, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ. მათ აღიარეს, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. წავიდნენ თუ არა ისინი ყველა საკითხზე დათმობაზე? რა თქმა უნდა, არა. უნდა დაეწყოთ თუ არა ომი? რა თქმა უნდა, არ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ვენსმა.

„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში… დღეს მძიმე დღე გვაქვს… 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა“ – მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში კოლეგები და მეგობრები ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე წერს, რომ დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა: „მამუკა!!!  დაბადების დღეს გილოცავ იმიერში. დღეს მძიმე დღე გვაქვს შენ ახლობლებს. 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. შენი შემოქმედება უკვდავია, ჩვენო გენიოსო!!!“ – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში. 

ბოლო სიახლეები